воскресенье, 3 мая 2015 г.

VI დონე ქართული, როგორც მეორე ენა სტანდარტი






  VI  დონე
ქართული, როგორც მეორე ენა

 სტანდარტი

წლის ბოლოს მისაღწევი შედეგები

მოსმენა
კითხვა
წერა
ლაპარაკი
სწავლის სწავლა
ქ. მ. VI. 1.  მოსწავლეს შეუძლია დიალოგის, ინტერვიუს გაგება.

ქ.მ.VI.2.
მოსწავლეს
შეუძლია
ზეპირი
განცხადებების,
მრავალსაფეხუ
რიანი
ინსტრუქციები
ს,
შეტყობინებების, მარშრუტის გაგება.
                             
ქ.მ.VI.3.  
მოსწავლეს შეუძლია ძირითადი ენობრივი მახასიათებლების ამოიცნობა.

ქ.მ.VI.4.  მოსწავლეს შეუძლია ქართულ ენაზე საბავშვო გადაცემების ყურება და
გაგება.

ქ.მ.VI.5. მოსწავლეს შეუძლია შინაარსის გასაგებად სათანადო სტრატეგიების
გამოყენება.
ქ. მ. VI. 6.  მოსწავლეს შეუძლია ახსნა-განმარტებითი ხასიათის ტექსტების, განცხადებების, მრავალსაფეხურიანი ინსტრუქციების წაკითხვა და გაგება.

ქ. მ. VI. 7.  მოსწავლეს შეუძლია კორესპონდენციის (ღია ბარათის, პირადი წერილის) წაკითხვა და გაგება.

ქ.მ.VI. 8.  მოსწავლეს
შეუძლია მარტივი
ბიოგრაფიული
ტექსტის (დღიური,
მოგონება) წაკითხვა
და გაგება.

ქ.მ.VI.9.  მოსწავლეს
შეუძლია
ილუსტრირებული
შემეცნებითი
ხასიათის  ტექსტების
წაკითხვა და გაგება.

ქ.მ.VI.10.  მოსწავლეს
შეუძლია მცირე
ზომის
ადაპტირებული
თხრობითი ხასიათის
სხვადასხვა ტიპის
ტექსტის (მოთხრობა,
ლიტერატურული
ზღაპარი, ლეგენდა)
წაკითხვა და გაგება.

ქ.მ.VI.11.   მოსწავლეს
შეუძლია
აარამხატვრული და
მხატვრული ტექსტის
სტრუქტურული და
ენობრივი
მახასიათებლების
ამოცნობა.
                      
ქ.მ.VI.12.  მოსწავლეს
გამომუშავებული
აქვს ხმამაღალი
კითხვის
ელემენტარული
უნარ-ჩვევები.

ქ.მ.VI.13. მოსწავლეს
შეუძლია შინაარსის
გაგების
გაადვილების
მიზნით კითხვის
სტრატეგიების
გამოყენება.

ქ.მ.VI.14.  მოსწავლეს შეუძლია კულტურული განსხვავებების მიმართ ინტერესის
გამოჩენა.

ქ.მ. VI. 15. მოსწავლეს შეუძლია პირადი წერილის დაწერა.
                         
ქ.მ.VI.16.
მოსწავლეს
შეუძლია
პრაგმატული
ხასიათის
ინფორმაციული
ტექსტების წერა.
) შეუძლია
ინსტრუქციების (რაიმეს მომზადების/მოხმარების/ჩატარების წესები, რჩევა-დარიგება) წერა.
) შეუძლია
გზამკვლევის
(ტურისტული,
ინფორმაციო
ბუკლეტი) წერა.
                        
ქ.მ.VI.17. 
მოსწავლეს
შეუძლია
თხრობითი
ხასიათის
ტექსტების
(მოგონება, ამბავი,
დღიური) წერა.

ქ.მ.VI.18. მოსწავლეს შეუძლია გამოავლინოს შემოქმედებითი დამოკიდებულება.
           
ქ.მ.VI.19.  
მოსწავლეს
შეუძლია ნიმუშის
მიხედვით მცირე
ზომის
შემეცნებითი
ტექსტის დაწერა.

ქ.მ.VI.20.  
მოსწავლეს
გამომუშავებული
აქვს წერილობითი
ტექსტის
სტრუქტურა,
შეუძლია
გამოიყენოს
ელემენტარული
ენობრივი უნარ-
ჩვევები.       

ქ.მ.VI.21.  მოსწავლეს შეუძლია წერის სტრატეგიების გამოყენება.

 ქ. მ. VI. 22. მოსწავლეს შეუძლია მარტივ ინტერაქციაში მონაწილეობის მიღება.

ქ. მ. VI. 23. მოსწავლეს შეუძლია გაბმულად საუბარი.

ქ. მ. VI. 24. მოსწავლეს შეუძლია ელემენტარული ენობრივი უნარ-ჩვევების ფუნქციურად გამოყენება.
                         
 ქ. მ. VI. 25. მოსწავლეს შეუძლია ლაპარაკის სტრატეგიების გამოყენება.

ქ. მ. VI. 26.  
მოსწავლეს
შეუძლია
 პროექტის (მაგ.,
სადღესასწაულო
სუფრის მოწყობა და
 სხვა)
განხორციელების
ხელშესაწყობად
მიმართოს
 სხვადასხვა
სტრატეგიას.

ქ. მ. VI. 27.
 მოსწავლეს
შეუძლია
 ორგანიზება
გაუწიოს სასწავლო
საქმიანობას.

ქ. მ. VI. 28. მოსწავლეს შეუძლია სასწავლო პროცესში აქტიურად ჩაბმა.

ქ. მ. VI. 29. მოსწავლეს გამომუშავებული აქვს კონსტრუქციული დამოკიდებულება დაბრკოლებების მიმართ.                          

ქ. მ. VI. 30. ოსწავლეს შეუძლია რესურსების ეფექტურად მართვა.
              
ქ.მ.VI.31. ოსწავლეს შეუძლია ლექსიკური მასალის ასათვისებლად სათანადო სტრატეგიების გამოყენება.

ქ.მ.VI.32. ოსწავლეს შეუძლია გრამატიკულ მოვლენებში გასარკვევად სათანადო სტრატეგიების გამოყენება. 

ქ.მ.VI.33.  მოსწავლეს შეუძლია თანაკლასელებთან, მასწავლებელთან, გუნდის წევრებთან და მეწყვილესთან თანამშრომლობა.             


მოსმენა

 ქ.მ.VI.1.  მოსწავლეს შეუძლია დიალოგის, ინტერვიუს გაგება.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         ამოიცნობს სასაუბრო თემას/საკითხებს;
·         ამოიცნობს თანამოსაუბრეებს, ინტერვიუერს/რესპონდენტს;
·         ამოკრეფაქტობრივ ინფორმაციას (ვინ, სად, რა, როდის, რამდენი, რომელი, როგორი და სხვა);
·         რეპლიკებზე დაყრდნობით გამოაქვ კონკრეტული დასკვნები თანამოსაუბრეთა შესახებ (მაგ., მათი ხასიათი, დამოკიდებულებები, გატაცებები, საქმიანობები, გეგმები და სხვა);
·         ამოიცნობს თანამოსაუბრეთა შორის არსებულ ურთიერთობას (მაგ., მეგობრული, კონფლიქტური, ფორმალური, დიდი ხნის ნაცნობები და სხვა);
·         განასხვავებს მეტყველების თავაზიან და ფამილარულ ფორმებს;
·         განარჩევს თანამოსაუბრეთა მიერ ინტონაციით გამოხატული ნათქვამის    მოდალობას (თხოვნა, მოთხოვნა, ბრძანება, შეკითხვა).

ქ. მ. VI. 2.  მოსწავლეს შეუძლია ზეპირი განცხადებების, მრავალსაფეხურიანი ინსტრუქციების, შეტყობინებების, მარშრუტის გაგება.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·      ამოიცნობს,  სად არის გაკეთებული განცხადება (სადგურში, თვითმფრინავში, სტადიონზე, სკოლაში, სუპერმარკეტში, მეტროში, ქუჩაში და სხვა);
·      ამოიცნობს განცხადების თემას/მიზანს (რეკლამირება, გაფრთხილება, რეკომენდაციების/რჩევების მიცემა, მარშრუტის ახსნა და სხვა);
·      ამოიცნობს ადრესატს (ვისთვის არის განკუთვნილი შეტყობინება, განცხადება);
·      ამოკრეს ფაქტობრივ ინფორმაციას (სასკოლო ღონისძიების დრო და ადგილი, დაკარგული ნივთის მახასიათებლები, სურსათის ფასი, გამგზავრების დრო, უსაფრთხოების წესები, დანიშნულების ადგილი და მიმართულება და სხვა);
·      ამოიცნობს ცალკეულ მოქმედებებსა და მათ თანამიმდევრულობას (მაგ. ჯერ მარჯვნივ გაუხვიე, შემდეგ ქუჩა გადაკვეთე და იარე პირდაპირ და სხვა).

ქ.მ.VI.3.  მოსწავლეს შეუძლია ძირითადი ენობრივი მახასიათებლების ამოიცნობა.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·           ინტონაციის მიხედვით განარჩევს შეკითხვას თხოვნისაგან, რჩევას ბრძანებისაგან და სხვა;
·           ამოიცნობს მეტყველების თავაზიან და ფამილარულ ფორმებს;
·           ამოიცნობს გეზისა და ორიენტაციის გამომხატველ ენობრივ საშუალებებს (ზმნისწინები, ადგილის ზმნიზედები, თანდებულები და სხვა);
·           ამოიცნობს მოვლენათა თანმიმდევრობის გამომხატველ სიტყვებს (პირველად, ჯერ, შემდეგ, ბოლოს);
·           ამოიცნობს შესასრულებელი მოქმედებისადმი დამოკიდებულების გამომხატველ მარკერებს (მაგ., სურვილი, ვარაუდი, ბრძანება, აკრძალვა: შეგიძლია/უნდა/არ  + გააკეთო).

ქ.მ.VI.4.  მოსწავლეს შეუძლია ქართულ ენაზე საბავშვო გადაცემების ყურება და
                გაგება.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         იგებს საბავშვო მხატვრული ფილმების ძირითად შინაარსს;
·         იგებს დოკუმენტური ფილმების ძირითად შინაარსს მისთვის საინტერესო თემაზე;
·         იგებს საბავშვო გასართობ-შემეცნებითი გადაცემების ძირითად შინაარსს.
  
მოსმენის სტრატეგია

ქ.მ.VI.5. მოსწავლეს შეუძლია შინაარსის გასაგებად სათანადო სტრატეგიების
                გამოყენება.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·           ილუსტრაციების, სათაურის საფუძველზე გამოთქვამს ვარაუდს ტექსტის შინაარსის შესახებ (შესაძლებელია მშობლიურ ენაზეც);
·           ჩანაწერის ან უშუალოდ მეტყველების მოსმენისას ეყრდნობა არავერბალურ ელემენტებს (ხმის ტემბრი, სხვადასხვა ტიპის ხმაური, ინტონაცია, მიმიკა, ჟესტიკულაცია);
·           ცდილობს უცნობი სიტყვების, გამოთქმების დამოუკიდებლად ამოცნობას ნაცნობ სიტყვიერ თუ არასიტყვიერ ელემენტებზე (კონტექსტი, მიმიკა/ჟესტიკულაცია, ინტონაცია, ხმის ტემბრი, ილუსტრაცია და სხვა) დაყრდნობით;
·           მარტივად აღწერს, რა ხერხით/გზით მოახერხა მოსასმენი ამოცანის გადაჭრა.

კითხვა

ქ.მ.VI.6.   მოსწავლეს შეუძლია ახსნა-განმარტებითი ხასიათის ტექსტების, განცხადებების, მრავალსაფეხურიანი ინსტრუქციების წაკითხვა და გაგება.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         ამოიცნობს განცხადების მიზანს, თემას (რეკლამირება, გაფრთხილება, რჩევის/რეკომენდაციის მიცემა და სხვა);
·         ამოიცნობს ადრესატს (ვისთვის არის განკუთვნილი ტექსტი);
·         ამოიცნობს კონკრეტულ ინფორმაციას (მაგ., ღონისძიების ჩატარების დრო და ადგილი, საჭირო მასალა და მისი მახასიათებლები და სხვა);
·         ინსტრუქციების კითხვისას, პირველ რიგში, აკვირდება არასიტყვიერ და სიტყვიერ მაორგანიზებელ ელემენტებს (სათაურები, რუბრიკები, ლოგოები, წარწერები, ილუსტრაციები, სქემები, ისრები, ძირითადი ტექსტის განლაგება, ტიპოგრაფიული მახასიათებლები და სხვა) და განსაზღვრავს, ტექსტის რომელ ნაწილში უნდა ეძებოს ესა თუ ის ინფორმაცია;
·         ამოიცნობს მითითებებს;
·         ამოიცნობს მოქმედებათა თანმიმდევრობას.

ქ.მ.VI. 7.  მოსწავლეს შეუძლია კორესპონდენციის (ღია ბარათის, პირადი წერილის) წაკითხვა და გაგება.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         ამოიცნობს და ასახელებს ავტორს, ადრესატს;
·         ამოიცნობს მათ მისამართებსა და გაგზავნის თარიღს;
·         ამოიცნობს კორესპონდენციის მიზანს (მილოცვა, მოკითხვა, დაპატიჟება);
·         ამოიცნობს კონკრეტულ ინფორმაციას (სად, რა, როდის, რამდენი და სხვა);
·         ამოიცნობს ავტორის ემოციებს, განწყობებს, დამოკიდებულებებს.

ქ.მ.VI. 8.  მოსწავლეს შეუძლია მარტივი ბიოგრაფიული ტექსტის (დღიური, მოგონება) წაკითხვა და გაგება.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         ამოიცნობს ამბის მთხრობელს, პერსონაჟებს;
·         განსაზღვრავს მოვლენათა დროსა და ადგილს;
·         ადგენს მოვლენათა თანმიმდევრობას;
·         ტექსტში ექსპლიციტურად მოცემული ინფორმაციის მიხედვით ახასიათებს პიროვნებას.

ქ.მ.VI.9.  მოსწავლეს შეუძლია ილუსტრირებული შემეცნებითი ხასიათის  ტექსტების წაკითხვა და გაგება.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·           ამოიცნობს ილუსტრაციების ქვეშ მოცემული წარწერების შინაარსს;
·           ეძებს და პოულობს, რომელ რუბრიკას, ქვესათაურს უკავშირდება ილუსტრაცია, მისი წარწერა;
·           ამოიცნობს, რომელ რუბრიკაში, ტექსტის რომელ ნაწილში უნდა ეძებოს ესა თუ ის ინფორმაცია;
·           ტექსტში ეძებს და პოულობს კონკრეტულ ინფორმაციას;
·           ამოიცნობს ტექსტის ზედაპირზე (ექსპლიციტურად) მოცემულ ფაქტობრივ ინფორმაციას (მოქმედების დრო, ადგილი და სხვა);
·           ექსპლიციტურ ინფორმაციაზე დაყრდნობით გამოაქვს დასკვნა;
·           ამოიცნობს ტექსტის ნაწილებს შორის კავშირს (ლოგიკურს, ქრონოლოგიურს);
·           ტექსტში მოცემულ ინფორმაციას აკავშირებს პირად გამოცდილებასთან.

ქ.მ.VI.10.  მოსწავლეს შეუძლია მცირე ზომის ადაპტირებული თხრობითი ხასიათის სხვადასხვა ტიპის ტექსტის (მოთხრობა, ლიტერატურული ზღაპარი, ლეგენდა) წაკითხვა და გაგება.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         სათაურს აკავშირებს ტექსტთან;
·         ამოიცნობს პერსონაჟებს;
·         ამოიცნობს ცალკეული ეპიზოდის თემას, შინაარსს;
·         გამოყოფს სიუჟეტის განვითარების საფეხურებს (დასაწყისი, ამბის განვითარება, დასკვნა);
·         ამოიცნობს მოვლენათა თანამიმდევრობას;
·         ასახელებს ტექსტში ექსპლიციტურად მოცემულ ინფორმაციას;
·         ექსპლიციტურად მოცემულ ინფორმაციაზე დაყრდნობით ახასიათებს პერსონაჟებს, აღწერს საგნებს, გარემოს;
·         ამოიცნობს პერსონაჟთა ქცევის მოტივს;
·         ამოიცნობს და განმარტავს ლიტერატურული ზღაპრის მსგავსება-განსხვავებას ხალხურ ზღაპართან;
·         განმარტავს, სად იწყება და სად მთავრდება ამბის განვითარების საფეხურები და მიუთითებს შესაბამის მარკერებზე.

ქ.მ.VI.11.   მოსწავლეს შეუძლია აარამხატვრული და მხატვრული ტექსტის სტრუქტურული და ენობრივი მახასიათებლების ამოცნობა.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         ერთი ტექსტის ფარგლებში გამოყოფს ტექსტის ფუნქციურ ტიპებს (თხრობა, აღწერა) და მიუთითებს შესაბამის ნიშნებზე (მაგ., აღწერისას - ზედსართავებისა და ნაზმნარი ზედსართავების, ანუ მიმღეობების სიჭარბე, ზმნების ნაკლები რაოდენობა; თხრობისას - ზმნების სიჭარბე, მოქმედების თანმიმდევრულობა და მისი მარკერები და სხვა);
·         სტრუქტურული ორგანიზების მიხედვით ადარებს ერთმანეთს ერთი და იმავე ტიპის ტექსტებს და მსჯელობს, რომელი მათგანი უფრო მეტად უწყობს ხელს ტექსტის აღქმას;
·         კონტექსტის მიხედვით ამოიცნობს კონკრეტული თანდებულის ფუნქციას (მაგ., -დან - -მდე თანდებულებით ადგილისა და დროში სიხშირის/ინტენსივობის  განსაზღვრა და სხვა);
·         ამოიცნობს დროთა თანმიმდევრობისა და ლოგიკური ურთიერთმიმართების გამომხატველ სიტყვებს, სიტყვათშეხამებებსა და კავშირებს;  
·         ამოიცნობს შეფასება/დამოკიდებულების გამომხატველ ენობრივ ფორმულებს;
·         ამოიცნობს და მართებულად აკავშირებს მისათითებელ სიტყვებსა და წევრ-კავშირებს ერთმანეთთან (მაგ., იქ - სადაც, მაშინ - როცა  და სხვა);
·         ამოიცნობს სასვენი ნიშნების ფუნქციას (მაგ., კონტექსტის მიხედვით ამოიცნობს, რა არის გამოხატული ძახილის ნიშნით - ბრძანება, თხოვნა, სიხარული, მწუხარება და სხვა).

ქ.მ.VI.12.  მოსწავლეს გამომუშავებული აქვს ხმამაღალი კითხვის ელემენტარული უნარ-ჩვევები.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·           ხმამაღლა, გამართულად და გამომეტყველებით კითხულობს კლასის წინაშე სასურველ/შერჩეულ ნაწყვეტს ნაცნობი ტექსტიდან;
·           თანაკლასელებთან ერთად ხმამაღლა და გამომსახველობით კითხულობს დიალოგს, სკეტჩს.

ქ.მ.VI.13. მოსწავლეს შეუძლია შინაარსის გაგების გაადვილების მიზნით კითხვის სტრატეგიების გამოყენება.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         გაგების გასაადვილებლად იშველიებს არასიტყვიერ ელემენტებს (ტიპოგრაფიული მინიშნებები /მსხვილი, გადახრილი შრიფტი, ხაზგასმა, სასვენი ნიშნები, ილუსტრაცია, ლოგო და სხვა);
·         პირველი წაკითხვისას მთლიანად ეცნობა ტექსტს და არ ჩერდება უცნობ სიტყვებზე;
·         სირთულეების დასაძლევად გადაიკითხავს რთულ ან მნიშვნელოვან ადგილებს;
·         კონტექსტის, გამოცდილების ან ლექსიკონის დახმარებით აზუსტებს უცხო სიტყვების მნიშვნელობას;
·         კონკრეტული ინფორმაციის მოძიების მიზნით სწრაფად წაიკითხავს ტექსტს, ეძებს შესაბამისს საყრდენებს: საკვანძო სიტყვებს, თავების/პარაგრაფების სათაურებს, კითხულობს აბზაცების პირველ წინადადებებს;
·         ილუსტრაციებზე, სათაურზე დაყრდნობით გამოთქვამს ვარაუდებს ტექსტის შინაარსის შესახებ;
·         სარგებლობს საბავშვო ბიბლიოთეკის ანბანური და თემატური კატალოგებით – იგებს და იყენებს ბიბლიოთეკის კატალოგებსა და ბარათებზე განთავსებულ ინფორმაციას (ავტორი, სათაური, გვერდების რაოდენობა), ამოიცნობს და მოიძიებს, ძირითად, საბავშვო სერიულ გამოცემებს;
·         მარტივი ენით აღწერს, რა ხერხით/გზით მოახერხა ამა თუ იმ საკითხავი ამოცანის გადაჭრა; ადარებს სხვების მიერ შერჩეულ ხერხს და გამოაქვს დასკვნა, თუ რომელი მიდგომა იყო უფრო ეფექტური.

ქ.მ.VI.14.  მოსწავლეს შეუძლია კულტურული განსხვავებების მიმართ ინტერესის
                  გამოჩენა.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         აკვირდება და ამოიცნობს ილუსტრაციებზე/ტექსტებში ასახულ კულტურულ, სიმბოლურ, სოციოკულტურულ, საყოფაცხოვრებო რეალიებს;
·         პოულობს მსგავსებებს, განსხვავებს;
·         ასახელებს მშობლიურ ენაზე მოსმენილ ან წაკითხულ ამბებს, ზღაპრებს, ლეგენდებს, მულტფილმებს, რომლებიც გაახსენა შესწავლილმა ტექსტმა, ნანახმა ანიმაციურმა ფილმმა.

წერა

ქ.მ.VI.15. მოსწავლეს შეუძლია პირადი წერილის დაწერა.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         იცავს კორესპონდენციის ფორმალურ მხარეს;
·         ადრესატის გათვალისწინებით შეარჩევს შესაბამის სტილს;
·         იყენებს მიმართვისა და დამშვიდობების ადეკვატურ ფორმებს;
·         თანმიმდევრულად გადმოსცემს ფაქტებს, მოვლენებს;
·         გამოხატავს საკუთარ დამოკიდებულებას ფაქტისადმი/მოვლენისადმი /ადამიანისადმი;
·         გამოხატავს გრძნობებს, განწყობილებებს, სურვილებს;
·         ინფორმაციის გადმოცემისას იცავს ლოგიკურ კავშირებს.

ქ.მ.VI. 16.  მოსწავლეს შეუძლია პრაგმატული ხასიათის ინფორმაციული ტექსტების წერა.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
) შეუძლია ინსტრუქციების (რაიმეს მომზადების/მოხმარების/ჩატარების წესები, რჩევა-დარიგება) წერა.
·           განსაზღვრავს საკომუნიკაციო სიტუაციას (ტექსტის მიზანი, ფორმატი, ადრესატი);
·           ტექსტის მიზნისა და ადრესატის გათვალისწინებით ირჩევს სტილსა და ფორმას;
·           წერს ინსტრუქციას ან აღწერს პროცედურას, სადაც თანამიმდევრობით იძლევა ზუსტ მითითებებს კონკრეტული ამოცანისათვის (მაგ., როგორ ჩაატაროს თანაკლასელმა ექსპერიმენტი).

) შეუძლია გზამკვლევის (ტურისტული, სინფორმაციო ბუკლეტი) წერა.                  
·         განსაზღვრავს საკომუნიკაციო სიტუაციას (ტექსტის მიზანი, ფორმატი, ადრესატი);
·         განსაზღვრავს სათაურს, ქვესათაურებს, რუბრიკებს, ილუსტრაციების წარწერებს;
·         ტექსტის მიზნისა და ადრესატის გათვალისწინებით ირჩევს სტილსა და ფორმას;
·         წერს ძირითად ტექსტს (მაგ., ადგილმდებარეობა, დამატებით სხვა საინტერესო ადგილები, სიძველე, განსაკუთრებულობა და სხვა) და ურთავს შეფასებებს;
·         იძლევა შესაბამის რჩევა-დარიგებებს;
·         შესაბამისად აფორმებს ტექსტს (ფოტო, ნახატი, რუკა, გეგმა).

ქ.მ. VI. 17.  მოსწავლეს შეუძლია თხრობითი ხასიათის ტექსტების (მოგონება, ამბავი, დღიური) წერა.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·           ტექსტის მიზნისა და აუდიტორიის გათვალისწინებით ირჩევს სტილსა და ფორმას;
·           განსაზღვრავს ტექსტის თემას (მაგ., კონკრეტული პიროვნების/ადგილის შესახებ რაიმე ამბის/ისტორიის გახსენება);
·           ამბების წერისას ეყრდნობა კონკრეტულ ფაქტებს;
·           კონკრეტული ადამიანისადმი/მოვლენისადმი გამოხატავს გრძნობებს /განცდებსა და დამოკიდებულებებს;
·           ფორმალური მხარის დაცვით წერს დღიურს (ჩანაწერებს უთითებს თარიღს, ერთი თარიღით გაერთიანებულ ჩანაწერებს კრავს ერთი თემის გარშემო და ასათაურებს და სხვა);

ქ.მ.VI.18. მოსწავლეს შეუძლია გამოავლინოს შემოქმედებითი დამოკიდებულება.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         ნიმუშის ან მოცემული პირობის მიხედვით წერს მცირე ზომის თხრობით ტექსტს (მაგ., გამოგონილი პერსონაჟის ერთი პატარა ისტორია);
·         ასრულებს კონკრეტულ ამბავს, ან ცვლის მის დასასრულს;
·         მოცემული პირობის მიხედვით წერს მცირე ზომის აღწერით ტექსტს (მაგ., ჩემი ოცნების სახლი);
·         ადგენს წარწერებს ილუსტრაციებისათვის.

ქ.მ.VI.19.  მოსწავლეს შეუძლია ნიმუშის მიხედვით მცირე ზომის შემეცნებითი ტექსტის დაწერა.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         შეარჩევს თემას (მაგ., ციური სხეულები, ქვეყნები და ქალაქები და სხვა);
·         აგროვებს, თავს უყრის ინფორმაციებს მის შესახებ;
·         განსაზღვრავს რუბრიკებს;
·         ქმნის ტექსტებს და ილუსტრაციებს თითოეული რუბრიკისათვის (ნახატი, ფოტო, სქემა და სხვა);
·         წერს ტექსტის სრულ ვარიანტს,  ყურადღებას აქცევს დიზაინს, ტექსტის სტრუქტურულ ორგანიზებას, სიტყვიერი და არასიტყვიერი ნაწილების განლაგებას.

ქ.მ. VI.20.  მოსწავლეს გამომუშავებული აქვს წერილობითი ტექსტის სტრუქტურა, შეუძლია გამოიყენოს ელემენტარული ენობრივი უნარ-ჩვევები.      
                                      
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         იყენებს ამა თუ იმ ტექსტის სტრუქტურულ მახასიათებლებს;
·        სხვადასხვა საკომუნიკაციო სიტუაციის წარმოდგენისას (მაგ., ინფორმაცია, რჩევა, თხოვნა, მოპატიჟება და სხვა) იყენებს შესაბამის ენობრივ-გრამატიულ სტრუქტურებსა და ხერხებს;
·         იყენებს ამა თუ იმ ტექსტისთვის დამახასიათებელ ენობრივ-სტილურ საშუალებებს (მაგ., ხშირად გამოყენებული ესა თუ ის გრამატიკული ფორმები, სინტაქსური წყობა, ლექსიკა);
·         დამოკიდებულების გამოსახატავად იყენებს სათანადო ფორმულებსა და სიტყვათშეხამებებს;
·         დროში თანმიმდევრული მოქმედების გადმოცემისას იყენებს ერთი დროის ფორმებს;
·         განარჩევს და იყენებს ზმნების შესაბამისი დროის ფორმებს (აწმყო, უწყვეტელი, წყვეტილი, მყოფადი, II კავშირებითი) კონკრეტულ ენობრივ კონსტრუქციებში (მაგ., ახლა ვაკეთებ, გუშინ გავაკეთე, ხვალ გავაკეთებ/ უნდა გავაკეთო/გააკეთო);
·        მომავალში შესასრულებელი მოქმედებისადმი დამოკიდებულებას (სურვილი, ვარაუდი, ბრძანება, თხოვნა, აკრძალვა) გამოხატავს II კავშირებითის ფორმით;
·         ათანხმებს მსაზღვრელ-საზღვრულს ბრუნვასა და რიცხვში;
·         იცავს მართლწერის წესებს ბრუნვის ნიშნებთან და ზმნის პირის ნიშნებთან დაკავშირებით (მაგ., ერთნაირი ბგერის თავმოყრა სახელსა და ზმნაში: ქათამმა, ვვარჯიშობ და სხვა);
·         სწორად სვამს სასვენ ნიშნებს რთულ წინადადებაში.

ქ.მ.VI.21.  მოსწავლეს შეუძლია წერის სტრატეგიების გამოყენება.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·           საჭირო ინფორმაციას მოიძიებს სხვადასხვა წყაროდან (სამეცნიერო ლიტერატურა, ინტერნეტი, საგაზეთო სტატია და სხვა);
·           მოიძიებს შესაბამის ილუსტრაციებს;
·           არჩევს გზამკვლევის რუბრიკებს;
·           ადგენს შესასრულებელი მასალის სამუშაო გეგმას;
·           სამუშაოს დაწყებამდე თავს უყრის საჭირო ენობრივ რესურსებს (ლექსიკური თუ გრამატიკული მასალა, ნიმუშები, ენობრივი კონსტრუქციები და სხვა);
·           წერს შავ ვარიანტს;
·           აკითხებს თანაკლასელს, ითვალისწინებს მის შენიშვნებს;
·           გადაიკითხავს ნაწერს მისი გასწორების მიზნით (ასწორებს ენობრივ შეცდომებს, აუმჯობესებს დიზაინს - სიტყვიერი და არასიტყვიერი მაორგანიზებელი ელემენტების განლაგებას).
ლაპარაკი
         
ქ.მ.VI.22. მოსწავლეს შეუძლია მარტივ ინტერაქციაში მონაწილეობის მიღება.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         სვამს /პასუხობს კითხვებს მისთვის ნაცნობ თემის გარშემო (მაგ., სტუმრად ქალაქში/სოფელში, ჩემი ეზო/სახლი, ოჯახი/მეგობრები, საყვარელი საქმიანობა/გართობა და სხვა);
·         პასუხობს ნასწავლი  ტექსტის შინაარსის გარშემო დასმულ კითხვებზე;
·         ახერხებს ტელეფონით საუბარს ყოველდღიურ თემებზე;
·         მონაწილეობს სიმულაციურ სიტუაციაში (მაგ., მარშრუტის ახსნა, ტელეფონით ინფორმაციის მოპოვება, შეხვედრის დანიშვნა და სხვა);
·         გამოთქვამს თავის დამოკიდებულებას გარკვეულ საკითხზე, მოჰყავს მაგალითები პირადი გამოცდილებიდან;
·         გამოხატავს თავის ემოციებს, განწყობებს, სურვილებს.
·         ქართულ ენაზე მიმართავს მასწავლებელს, კლასელებს სასწავლო პროცესში წარმოქმნილ საჭიროებებთან დაკავშირებით.

ქ.მ.VI.23. მოსწავლეს შეუძლია გაბმულად საუბარი.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·           სურათებზე დაყრდნობით იგონებს და ჰყვება ამბავს;
·           გეგმის მიხედვით  ჰყვება წაკითხული ტექსტის მოკლე შინაარსს;
·           ჰყვება გაგონილ, ნანახ, თავს გადამხდარ ამბავს;
·           საუბრობს მისთვის ნაცნობ თემებზე (მაგ., მეგობრები, ერთი დღე უცხო ქალაქში და სხვა);
·           საუბრობს საკუთარ თავზე (გეგმები, სურვილები, გატაცებები, საყვარელი
        საქმიანობა და სხვა).

ქ.მ.VI.24.  მოსწავლეს შეუძლია ელემენტარული ენობრივი უნარ-ჩვევების ფუნქციურად გამოყენება.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
  • ინტერაქციის წარმართვისას შეარჩევს საკომუნიკაციო სიტუაციის შესატყვის ენობრივ კონსტრუქციებსა და ფორმულებს, კლიშეებს (მაგ.; თუ შეიძლება, სთხოვეთ/მითხარით/დამეხმარეთ და სხვა);
·         ამბის გადმოცემისას სწორად იყენებს მოვლენათა თანმიმდევრობის გამომხატველ სიტყვებს (პირველად, ჯერ, ბოლოს, დასასრულს);
·           მართებულად იყენებს თავაზიან და ფამილარულ ფორმებ;
·         სათანადოდ იყენებს პირის, ჩვენებით (ეს/ის) და კითხვით (რომელი თუ როგორი) ნაცვალსახელებს;
·           სათანადო კონტექსტში სწორად იყენებს კითხვით ნაცვალსახელებსა და კითხვით სიტყვებს (ვინ? რა? რამდენი? მერამდენე? როგორი? ვისი? რისი? როდის? როგორ?);
·           მართებულად იყენებს შესაბამის ფორმულებსა და ენობრივ კონსტრუქციებს (მაგ., შეფასება/დამოკიდებულების გამოსახატავად: მიყვარს/მომწონს + საწყისი; ჩემი აზრით; მე ვფიქრობ, რომ და სხვა);
·         დროსა და სივრცეში ორიენტაციას გამოხატავს სხვადასხვა ენობრივი საშუალებით (ზმნიზედა; ზმნა: ზმნისწინი, მწკრივის ფორმები; სათანადო სიტყვათშეხამებანი: ქუჩის დასაწყისში/ბოლოს... გადახვალ ქუჩაზე, წახვალ ქუჩით, გადაკვეთ ქუჩას და სხვა);
·         მომავალი დროის გამოსახატავად კონტექსტის მიხედვით იყენებს მყოფადისა და II კავშირებითის ფორმებს.
·           კონტექსტის მიხედვით სწორად იყენებს ზმნის სათანადო ფორმებს (მაგ., აკეთებს / გააკეთა / გააკეთებს);
·           იყენებს ზმნას სათანადო პირისა და რიცხვის ფორმით;
·           სასაუბრო თემებისათვის იყენებს სათანადო ლექსიკას;
·           სწორად იყენებს ქართულისათვის დამახასიათებელ ინტონაციას (მაგ., განცდების გამოსახატავად, სასვენი ნიშნების ფუნქციით).

ლაპარაკის სტრატეგიები

 ქ.მ.VI.25. მოსწავლეს შეუძლია ლაპარაკის სტრატეგიების გამოყენება.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
  • იყენებს კომუნიკაციის არავერბალურ საშუალებებს (ჟესტებს, მიმიკას, მითითებას);
·         ადგენს სასაუბრო თემის მარტივ გეგმას;
·         წინასწარ ვარჯიშობს, გადის რეპეტიციას მეწყვილესთან, ჯგუფის წევრებთან ერთად;
·         ხვდება და ასწორებს შეცდომას.
                     
სწავლის სწავლა
                       
ქ.მ.VI. 26.  მოსწავლეს შეუძლია პროექტის (მაგ., სადღესასწაულო სუფრის მოწყობა და სხვა) განხორციელების ხელშესაწყობად მიმართოს სხვადასხვა სტრატეგიას.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·           გუნდის წევრებთან ერთად განსაზღვრავ და გეგმავ განსახორციელებელ ეტაპებს;
·           გუნდები ერთმანეთს უზიარებენ შედგენილ გეგმას, ადარებენ და აუმჯობესებენ;
·           გუნდის წევრებთან და მასწავლებელთან ერთად ადგენ შესრულების ვადებს;
·           პროექტის განხორციელებამდე გუნდის წევრებთან ერთად განსაზღვრავ და ინაწილებ ფუნქციებს;
·           ინფორმაციის მოძიების, შერჩევისა თუ დამუშავების სხვადასხვა ეტაპზე გუნდები ერთმანეთს უწევენ კონსულტაციას გამოყენებულ სტრატეგიებთან დაკავშირებით;
·           გუნდის წევრებთან ერთად შენიშვნების გათვალისწინებით აუმჯობესებ პროექტს, შეაქვ შესწორებები.

ქ.მ.VI.27.  მოსწავლეს შეუძლია ორგანიზება გაუწიოს სასწავლო საქმიანობას.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·      კონკრეტული ამოცანის გადასაჭრელად თავს უყრის საჭირო რესურსებს და ახდენს ცოდნის მობილიზაციას;
·      გამოკვეთს შესასრულებელი სამუშაოს მთავარ ამოცანას;
·      მასწავლებლის დახმარებით შესასრულებელ სამუშაოს ყოფს მონაკვეთებად;
·      ეძებს და ასახელებს სამუშაოს შესრულების ალტერნატიულ გზას;
·      გეგმავს შესასრულებელი სამუშაოს თანამიმდევრობას;
·      სამუშაოს დასრულებისას წარმოაჩენს და განიხილავს არჩეულ გზას (როგორი ტაქტიკა აირჩია, რა გაუადვილდა, რა გაუჭირდა, როგორ აჯობებდა და სხვა);
·      აკვირდება სხვების მიერ არჩეულ ვარიანტს და მსჯელობს იმის შესახებ, თუ რომელი იყო ოპტიმალური;
·      იცავს დროის ლიმიტს ყველა ტიპის აქტივობის შესრულებისას.

ქ.მ.VI.28. მოსწავლეს შეუძლია სასწავლო პროცესში აქტიურად ჩაბმა.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         ავსებს თვითშეფასების სქემებს;
·         მონაწილეობს თანაშეფასებებში (მოსწავლე-მასწავლებელი ან მოსწავლე-მოსწავლე ერთსა და იმავე ნაშრომს ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად ასწორებენ);
·         შედეგებზე დაკვირვებით აღნიშნავს, სადა აქვს წინსვლა;
·         ასახელებს ზოგიერთ ფაქტორს, მიზეზს, რომლებიც ხელს უშლის მის წინსვლას (მაგ., სათანადოდ არ გამოიყენა რესურსი, ვერ გამოკვეთა აქტივობის მთავარი ამოცანა, გამოტოვა ერთი ეტაპი, ამოცანა დაუძლეველი მოეჩვენა, არ იყო გუნებაზე და სხვა);
·         მიუთითებს, თუ რა ზომებს უნდა მიმართოს ხარვეზების აღმოსაფხვრელად.

ქ.მ.VI.29. მოსწავლეს გამომუშავებული აქვს კონსტრუქციული დამოკიდებულება  დაბრკოლებების მიმართ.                          

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         არ უფრთხის შეცდომების დაშვებას;
·         აკვირდება შეცდომას და ცდილობს, გაარკვიოს მიზეზი;
·         სვამს შეკითხვებს და ითხოვს დახმარებას, როცა სიძნელეებს აწყდება ან რაიმე არ ესმის;
·         ცდილობს, დამოუკიდებლად გადალახოს სიძნელეები.

ქ.მ.VI.30. ოსწავლეს შეუძლია რესურსების ეფექტურად მართვა.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         იყენებს სახელმძღვანელოს რესურსებს (მაგ., ლექსიკონი, სტრუქტურული ნიმუშები, გრამატიკული ცნობარი და სხვა);
·         სათანადო შეკითხვებს უსვამს მასწავლებელს/კომპეტენტურ პირს;
·         ქმნის ოპერატიულ რესურსებს და იყენებს მათ (მაგ., ანბანური/თემატური ლექსიკონი, სქემა, კითხვარი, ცხრილი და სხვა);
·         სხვადასხვა მაჩვენებლის მიხედვით ახარისხებს სხვადასხვა რესურსში მოპოვებულ ინფორმაციას;
·         საჭიროების შემთხვევაში, მოიძიებს სასურველ ინფორმაციას როგორც სკოლაში არსებული რესურსების ფარგლებში (თვალსაჩინოებები, სკოლის ბიბლიოთეკა, მასწავლებელი და სხვა), ისე სკოლის გარეთ.

ქ.მ. VI. 31.  ოსწავლეს შეუძლია ლექსიკური მასალის ასათვისებლად სათანადო სტრატეგიების გამოყენება.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·           იყენებს დამახსოვრების სხვადასხვა ხერხს (მაგ., ერთი ფუძის სიტყვები, ანტონიმური/სინონიმური წყვილები, ასოცირება რამესთან, კონტექსტში გამოყენება, ერთი თემატიკის მიხედვით დაჯგუფება და სხვა);
·           სისტემატურად იმეორებს განვლილ ლექსიკურ მასალას;
·           ამოკრეს ცუდად ათვისებულ ლექსიკურ ერთეულებს და ამუშავებს მათ.

ქ.მ.VI.32. ოსწავლეს შეუძლია გრამატიკულ მოვლენებში გასარკვევად სათანადო სტრატეგიების გამოყენება. 

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         კონკრეტულ მაგალითებზე დაკვირვებით ამოიცნობს ენობრივ მექანიზმებს;
·         იყენებს ამოცნობილ მექანიზმებს;
·         იყენებს სქემებს, ტაბულებს, კლასიფიკაციებს, სტრუქტურულ მოდელებს;
·         ადარებს ერთმანეთს მეორე ენისა და მშობლიური ენის გრამატიკულ მოვლენებს.

ქ.მ. VI. 33.  მოსწავლეს შეუძლია თანაკლასელებთან, მასწავლებელთან, გუნდის წევრებთან და მეწყვილესთან თანამშრომლობა. 

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·           კორექტულად აღნიშნავს დაშვებულ შეცდომებს;
·           კამათისას ყურს უგდებს განსხვავებულ მოსაზრებებს;
·           შეფასებისას იჩენს კორექტულობას;
·           თანატოლს ეხმარება იმ საკითხებში, რომლებშიც თვითონაა ძლიერი;
·           მეწყვილესთან/გუნდის წევრებთან ერთად გადაჭრის დასმულ ამოცანას;
·           თათბირობს თანაგუნდელებთან (როგორ გადაჭრას საკითხი, ვინ რას დაინაწილებს) და ახერხებს თანაგუნდელებთან მორიგებას;
·           კამათისას ისმენს თანაგუნდელის არგუმენტს, მოაქვს საკუთარი არგუმენტი;
·           თავისი წვლილი შეაქვს დასმული ამოცანის გადაჭრაში;
·           უთანხმოებისას ცდილობს შეთანხმების მიღწევას.


                                                      VI დონის პროგრამის შინაარსი

პრიორიტეტული სამეტყველო
ფუნქციები
ძირითადი ენობრივი კონსტრუქციები
და ფორმულები
ძირითადი ენობრივი
საკითხები
1.1. სოციალური ურთიერთობები:
მისალმება/დამშვიდობება, მოკითხვა, საკუთარი თავის / სხვისი წარდგენა, მილოცვა, თხოვნა, ნებართვის აღება, შეთავაზება, დაპატიჟება, შეხვედრის დანიშვნა, წახალისება/შექება, თავაზიანობის გამოხატვა, მადლობის გადახდა, მობოდიშება,
ტელეფონით საუბარი
გმადლობთ + ...თვის (დახმარებისთვის)!
მოგესალმები(თ)!
მაპატიეთ! უკაცრავად!
თუ შეიძლება, ...
შეგიძლიათ, ...?
ფონეტიკა/მორფოლოგია/სინტაქსი
1. არსებითი სახელი;
2. რიცხვითი სახელი;
3. ზედსართავი სახელი: ვითარებითი და მიმართებითი ზედსართავები; ხარისხის წარმოება.
4. ნაცვალსახელი:  კუთვნილებითი და კითხვითი ნაცვალსახელები;
5. ზმნა: პირისა და რიცხვის
გამოხატვა;
ბრძანებითის გამოხატვა _
წართქმითი და უკუთქმითი
ბრძანებითი;
მწკრივები:  II კავშირებითი, წყვეტილი;
მარტივი და რთული ზმნისწინები.
6. მიმღეობა;
7. თანდებული:  -დან,
-მდე (ადგილის გამოხატვა, დროში სიხშირის განსაზღვრა);
8. სიტყვაწარმოება: (-ური / -ული)
9. მსაზღვრელ-საზღვრული: (მართვულმსაზღვრელიანი სახელის ბრუნება  _ სკოლის ეზო, მეზობლის სახლი);
10. ნაწილაკი: არ / ნუ
11. რთული წინადადება;
12. ინტონაცის ძირითადი ელემენტები (ლოგიკური მახვილი, პაუზა და სხვა).

  ორთოგრაფია/პუნქტუაცია
1. ძახილის ნიშანი და მისი ფუნქციები;
2. მსაზღვრელ-საზღვრულის შეთანხმება ბრუნვასა და რიცხვში;
3. რთული რიცხვების მართლწერა;
4. სასვენი ნიშნების ხმარება მარტივ და რთულ წინადადებებში;

         ლექსიკა
1. სიტყვაწარმოება (როგორც ენის ლექსიკური მარაგის გამდიდრების საშუალება).
2. სინონიმები, ანტონიმები.

    ტექსტის ლინგვისტიკა
1. არამხატვრული ტექსტის სტრუქტურული თავისებურებანი და მისი მახასიათებლები.
2. ტექსტის კომპოზიცია (დასაწყისი, შუა ნაწილი, დასასრული)
1.2. ინფორმაციის გაცვლა: პირადი მონაცემები (ვინაობა, ასაკი, წარმომავლობა, სადაურობა, საცხოვრებელი ადგილი), ოჯახი / ნათესავები, საკუთრება, პროფესია/ხელობა, საჭიროებები / მოთხოვნილებები /სურვილები, თავისუფალი დრო, საქმიანობა, კვებითი ჩვევები, ჯანმრთელობა, ამინდი, გეგმები / განზრახვა, მგზავრობა/მოგზაურობა, გემოვნება,
საყიდლებზე ყოფნისას
გვარად + ...-ა(რის) (...ძეა/...-შვილია);
წარმოშობით აქაური/იქაური ვარ;
ჩემი მისამართია ...;
მინდა, უნდა + ზმნა (II კავშირებითში) _ მინდა ვიყიდო, გავისინჯო, წავიდე... 


1.3. აღწერა-დახასიათება: ადამიანის გარეგნობა, ჩაცმულობა, ხასიათი, თვისებები; ცხოველის/საგნის აღწერა
როგორია გარეგნულად?
როგორი ბუნებისაა?
უფრო + ...ა, ვიდრე ...
ისეთივეა, როგორც ...
ჩემხელა, ჩემნაირი...
1.4. გრძნობა/ემოციისა და შეფასება/დამოკიდებულების გამოხატვა: დადებითი/უარყოფითი ემოციები (სახარული, კმაყოფილება, ბრაზი, სინანული, გაკვირვება, უკმაყოფილება, ეჭვი, ვარაუდი, შიში, ინტერესი, ინდიფერენტულობა), დადებითი / უარყოფითი შეფასება, შთაბეჭდილება, პოზიციის გამოხატვა
ჩემი ვარაუდით, ... ;
როგორც მე ვფიქრობ, ...
რა თქმა უნდა!
მე მგონი, ... / არა მგონია, ...
ვეთანხმები / არ ვეთანხმები

1.5. დროში ორიენტირება: დროში ლოკალიზება, ქრონოლოგია, სიხშირე, თანადროულობა, ხანგრძლივობა
სულ, ყოველთვის

1.6. სივრცეში ორიენტირება: ადგილმდებარეობის მითითება, მიმართულების განსაზღვრა (დანიშნულების ადგილი, მარშრუტი...)
მიდის + ...-ისკენ/-ის მიმართულებით;
გადახვალ ქუჩაზე, გადაკვეთ ქუჩა;
...-ის ბოლოს/დასაწყისში/ კუთხეში...,
წადი ...-მდე . . .
1.7. ინსტრუქციის მიცემა:
რჩევა-დარიგება, მოთხოვნა, აკრძალვა, ნებართვის მიცემა, ვალდებულება 
აუცილებლობა: (არ) უნდა + II კავშირებითი                         ნების დართვა/რჩევის მიცემა: შეგიძლია (არ) + II კავშირებითი;
გირჩევ (არ) + II კავშირებითი                          სასურველობა: იქნებ (არ) + II კავშირებითი
1.8. ლოგიკური კავშირების გამოხატვა:
მიზანი, მიზეზი, შედეგი, ოპოზიცია 
მაშინ ..., როცა  / როცა ..., მაშინ
რატომ? რის გამო? რა მიზეზით? _ ამიტომ / ამის გამო; იმიტომ, რომ... / იმის გამო, რომ... / იმ მიზეზით, რომ ...



Комментариев нет:

Отправить комментарий