ქართულის, როგორც მეორე ენის სწავლება საშუალო საფეხურზე
ამ საფეხურზე ქართულის, როგორც მეორე ენის მთავარ აღმზრდელობით მიზნად კვლავ რჩება მოსწავლეში მოქალაქეობრივი შეგნებისა და
შემოქმედებითი უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება.
მოსწავლეს, რა
სფეროც არ უნდა აირჩიოს მან პროფესიული საქმიანობისათვის, ქართული ენა დასჭირდება როგორც ინსტრუმენტი ცოდნისა და გამოცდილების გასამდიდრებლად. საშუალო საფეხურის მთავარი ამოცანაა
მოსწავლის მომზადება ამა თუ იმ სფეროში სწავლის ან მუშაობის გასაგრძელებლად. ამდენად, მნიშვნელოვანია, არაქართულენოვან
მოსწავლეთა ენის ფლობის დონე მიუახლოვდეს მშობლიური ენის ფლობის დონეს, რათა მათ
დაუბრკოლებლად შეძლონ საზოგადოებრივი ცხოვრების ნებისმიერ სფეროში ჩართვა. ამდენად, საშუალო საფეხურზე ქართულის, როგორც მეორე ენის სწავლების საგანმანათლებლო მიზანია
მოსწავლის უზრუნველყოფა ისეთი ცოდნით, რომ მან ქართულ ენაზე შეძლოს:
·
სხვადასხვა ხასიათის ზეპირი თუ წერილობითი ტექსტის გაგება,
დამუშავება, გაანალიზება;
·
სხვადასხვა მიზნით, სხვადასხვა აუდიტორიისათვის ნებისმიერი
ტიპის/სახის წერილობითი ტექსტის შეთხზვა და ამ პროცესში ცხოვრებისეული და
შემოქმედებითი გამოცდილების რეალიზება;
·
ტექსტის სტრუქტურაში გარკვევა და მის ნაწილებს შორის
კავშირის გააზრება;
·
იმ უნარ-ჩვევებისა და სტრატეგიების დაუფლება, რომლებიც
მიღებულია მოცემულ კულტურულ გარემოში კამათის, დისკუსიის, დებატებისა და საკუთარი
აზრის გამოთქმისას;
·
იმ უნარ-ჩვევებისა და სტრატეგიების დაუფლება, რომლებიც
უზრუნველყოფს სოციალურ გარემოში პიროვნების ადეკვატურ თვითგამოხატვას;
·
კონკრეტული ინფორმაციის მოძიება, კრიტიკულად გადამოწმება და
გამოყენება;
სხვადასხვა
ეპოქის ლიტერატურულ ტექსტებში ასახულ კულტურულ ფასეულობათა გააზრება და მათ მიმართ
საკუთარი დამოკიდებულების, პოზიციის გამოხატვა და სხვა.
Комментариев нет:
Отправить комментарий