ეს კვირა საკმაოდ საინტერესო და ნაყოფიერი აღმოჩნდა. ჩემმა ახალმა აქტივობამ გაამართლა. ნახევარი სკოლა ქართულად ამღერდა...
უფრო სერიოზული და პრაგმატული ანალიზი რომ გავაკეთო ეს კვირა ასე გამოიყურებოდა- 1.გავიარეთ მოსმენის აქტივობა, ანუ შევეცადე ჩვენთვის უცხო ტექსტიდან, არა მასწავლებლის საუბრიდან ამოგვეცნო და სწორად დაგვეწერა სიტყვები.ამისთვის მოსწავლეებს ჰქონდათ დარიგებული სიმღერის ტექსტი გამოტოვებული სიტყვებით ,გამოტოვებული იყო 30 სიტყვაზე მეტი,რასაც მოსწავლეებმა მეტ-ნაკლები წარმატებით გაართვეს თავი.ამ აქტივობას დავუთმე თითო გაკვეთილი თითო კლასში! შემდეგ დღეს ვიმუშავეთ გაგება გააზრებაზე, ავხსენით მოსწავლეებისტვის გაუგებარი სიტყვები და გამოთქმები,(ათიოდამდე იყო ასეთი),ამ სამუშაომაც ერთი მთლიანი გაკვეთილი წაიღო! შემდეგ ეტაპზე კი ვიმუშავეთ ტექსტის სწორად კითხვაში,გავასწორეთ შეცდომები, რომლებიც კითხვისას ფიქსირდებიდა,მონაცცვლეობით ვუსმენდით სიმღერას და ვცდილობდით მუსიკის რიტმში ჩაგვესვა ტექსტი! ამასაც, რა თქმა უნდა, დასჭირდა ერთი გაკვეთილი! შემდეგ გაკვეთილზე კი გვქონდა კონცერტი-სოლო, დუეტი, ანსამბლი-ყველა ვარიაცია შესრულდა სიმღერისა "გაიღვიძა ბუნებამ".
რა მოგვიტანა ამ გაკვეთილებმა- გადადგეს პირველი ნაბიჯები ქართულად ,არა მასწავლებლის მიერ,გაჟღერებულ ტექსტში სიტყვების ამოცნობის გზაზე.მათ ჩემი ესმით და ჩემს ქართულს ხვდებიან , მაგრამ სხვისას (ბაკალავრების ან ნებისმიერი უცხო ქართველის)ვერ ხვდებიან, ამიტომ ამ გზით მუშაობა გასააქტიურებელია.მოსწავლეებს , პრონციპში პირველად მოუხდათ ტროპულ მეტყველებასთან შეხვედრა და მოუხდათ მისი გაგება და გააზრება.პრინციპში პირველად მოუხდათ ქართულ სიმღერასთან შეხვედრა,თუ არ ჩავთვლით სადღაც მარშრუტკაში მოსმენილ მაყვალას! მოეწონათ და მთელი ეს სწავლების პროცესი მიდიოდა ძალიან ხალისიანად და ინტერესით.და ყველაზე მთავარი! ტექსტი წამიკითხეს და მიმღერეს ისეთმა მოსწავლეებმაც, რომლებსაც აქამდე, ფაქტიურად არაფერი უკეთებიათ!
მე ძალიან კმაყოფილი ვარ, ბავშვებიც კმაყოფილები არიან იმით რომ ასე სიმღერ -სიმღერით ბევრი რამ ისწავლეს და შესძლეს!
მაგრამ არ მასვენებს ერთი კითხვა-ახლა მე ეს გაკვეთილები წინასწარ რომ არ მქონდა დაგეგმილი,უფრო სწორად გეგმები გაწერილი,ესგს მიზნები ჩამოწერილი,წუთები და წამები მიწერილი, თითო გაკვეთილი რომ გაკვეთილის თითო ფაზას ემსახურებოდა,ამიტომ ეს გაკვეთილები გამოვიდა ცუდი, უინტერესო და უშედეგო?
მე აქვე შემიძლია ესგს მიზნები და შედეგის ინდიკატორები ჩამოვწერო რასაც მივაღწიე ამ გაკვეთილებზე, მაგერამ ნებისმიერი მონიტორინგი შიდა თუ გარე დამკვირვებელი, რომელიც ჩემს გაკვეთილებს დააკვირდება წინასწარ გამზადული დაკვირვების ცხრილით, ხომ მეტყვის რომ ჩემი გაკვეთილი არ პასუხოდა გაკვეთილის გეგმის სტანდარტულ გეგმას!
ამიტომ ჩემთვის, განათლების რეფორმია ამ გრძელ და არაპროგნოზირებად გზაზე ყველაზე მეტად მისაღები იყო ის ეტაპი როცა მასწავლებელს მისცეს სრული თავისუფლება -ასწავლე, როგორც გინდა, მთავარია მიაღწიო მიზანს! აი ეს მიდგომა არის ჩემი!
თუმცა მე არ მინდა ვინმემ ისე გამიგოს, რომ მე საერთოდ წინააღმდეგი ვარ გეგმებისა! მე ვიცნობ ძალიან გამოცდილ და ძალიან კარგ მასწავლებლებს ძალიან კარგი შედეგით, რომლებიც დღემდე, 30 წელზე მეტია წერენ ყოველდღიურ გეგმებს! ეს არის მათი მუშაობის სტილი და მე ყოველთვის აღფრთოვანებული ვიავი მათი ასეთ უზარმაზარი პასუხისმგებლობის გრძნობით ყოველი გაკვეთილისადმი. მათ რომ უთხრა ნუღარ დაწერთ გაკვეთილის გეგმასო ისინი მაინც დაწერენ და მაინც ისე იმუშავებენ როგორც აქამდე მუშაობდნენ, ამიტომ რა ისინი ცუდი მასწავლებლები გახდებიან? არა, რა თქმა უნდა! გარდა ამისა გაკვეთილის გეგმაზე მუსაობა აუცილებლად სჭირდება დამწყებ მასწავლებელს, რომელსაც ჯერ კიდევ წინ აქვს გაკვეთილის ყველა ნიუანსის გაგება და გააზრება!
მაგრამ არც ისეთი მასწავლებლები ვართ ცოტანი ვინც არ წერს გაკვეთილის გეგმას და ამით მისი გაკვეთილს ნამდვილად ვერ დავარქმევთ უშედეგოს დ ამის მოსწავლეებზე ვერ ვიტყვით ,რომ ამ მასწავლებლის საგანი არ იციანო. ამიტომ მოგვეცით თავისუფლება და დაგვრთეთ ნება ვიმუშაოთ ისე , როგორც ჩვენ გვიადვილდება სწორედაც ესგს მიერ მოთხოვნილი შედეგების მიღწევა!

Комментариев нет:
Отправить комментарий