воскресенье, 3 мая 2015 г.

სწავლების მეორე (შუა) ეტაპი

                                                            სწავლების მეორე (შუა) ეტაპი

მოსმენა - ამ ეტაპზე მოთხოვნა გაგების თვალსაზრისით იზრდება. მოსწავლეებს მოეთხოვებათ ტექსტის უფრო ამომწურავად გაგება და ასევე სათანადო ძირითადი ენობრივი მახასიათებლების შესწავლა/გაანალიზება.
ლაპარაკი – მეორე ეტაპზე პრიორიტეტული ამოცანაა მოსწავლის ალაპარაკება. უფრო მრავალფეროვანი ხდება საკომუნიკაციო სიტუაციები, რომლებშიც იგი მონაწილეობს როგორც მსმენელი ან მოქმედი პირი. იწყებს  ენობრივი მარაგის უფრო თავისუფლად გამოყენებას როგორც სიმულაციური, ისე რეალური კომუნიკაციის დროს. პირად ან სხვის გამოცდილებაზე დაყრდნობით, მოსწავლეები საუბრობენ მათთვის საინტერესო და სასურველ თემებზე/ნაცნობ პრობლემებზე.
კითხვა – სწავლების ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია წაკითხულის გაგების უნარის გაღრმავება. მოსწავლეებს მოეთხოვებათ სასწავლო მიზნით ადაპტირებული სხვადასხვა ფუნქციური სტილის (როგორც მხატვრული, ისე არამხატვრული) ტექსტების გაგება და გაანალიზება როგორც შინაარსის, ისე მათი სტრუქტურული და ენობრივი მახასიათებლების მიხედვით.
     ყურადღება ექცევა ხმამაღალი კითხვის ტექნიკის დაუფლებას.
     მოსწავლეებს საკითხავი ამოცანების გადაჭრის ხელშესაწყობად მოეთხოვებათ კითხვის სხვადასხვა სტრატეგიის (გაცნობითი, შესწავლითი და ძიებითი კითხვის ტექნიკა) გამოყენება.
     როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, კითხვის მიმართულებაში ცალკე შედეგად გადის ე.წ. კულტურათა დიალოგი. მოსწავლეები ამ ეტაპზე არამარტო იჩენენ ინტერესს, არამედ აანალიზებენ ტექსტს ინტერკულტურული თვალსაზრისითაც.
წერა – ამ ეტაპზე სწავლება თანდათან გადადის რეპროდუცირებიდან პროდუცირებაზე. მოსწავლეები სწავლობენ პრაგმატული ხასიათის ინფორმაციული ტექსტების (ბუკლეტი, აფიშა, ინსტრუქციები, გზამკვლევი და სხვა) წერას; ქმნიან ტექსტებს, რომლებშიც ავლენენ პიროვნულ და შემოქმედებით დამოკიდებულებას; წერენ გამოხმაურებას აქტუალურ და საინტერესო საკითხებზე, სხვადასხვა ტიპის საქმიან წერილს (მაგ., ე.წ. CV, სამოტივაციო წერილი, ახსნა-განმარტებითი წერილი და სხვა).


Комментариев нет:

Отправить комментарий