20-04-2015
10 კლასი
10 კლასი
მონა ლიზა
რეფლექსია
გამოწვევა გავაკეთე ასოციაციური, რუკით რომელზეც თითქმის მთელი კლასი მუშაობდა.შემდეგ დავიწყე კითხვა და ტექსტის ახსნა და გაანალიზება.ტექსტი გაიგო მხოლოდ სამმა.დანარჩენიიჯდა პრინციპში უსაქმურად და უაზროდ.
ტექსტის კითხვამ (ვკითხულობდი მე) ახსნით და განმარტებით 35 წუთი წაიღო.დავალებად მივეცი დამატებით ამ ტექსტის დამუშავებაუცხო სიტყვების დამატება.
განმარტების დროს სიტყვები,გამოთქმები,სიტყვათა შეთანხმება დავწერე დაფაზე და მათი გადაწერაც ვერ მოახერხეს,მხოლოდ ერთმა მოსწავლემ დაიწყო ტექსტის კითხვა, მაგრამ ზარმა მოგვისწრო! მთლიანობაში კლასი იყო პასიური!!!!
მე მაინც ვფიქრობ, რომ მაინც ყველამ თუ არა უმრავლესობამ უნდა წაიკითხოს ტექსტი.რომ ყოველი სიტყვა ამოიკითხონ,წარმოთქვან და გაიგონონ,თუმცა ამ მეთოდსაც აქვს ნაკლი იმ მხრივ,რომ ის ვინც პირველად წაიკითხა უსაქმოდ ზის,მაგრამ 1.მას ესმის კიდევ ერთხელ რასაც სხვები კითხულობენ,შეიძლება შეუსწორონ კიდეც მეგობარს კითხვის დროს დაშვებული შეცდომა და 2. შეიძლება (და ზოგადად ასე ვაკეთებ)ვინც უკვე წაიკითხა,დამოუკიდებლად მუშაობს ტექსტზე,ანუ კიდევ ერთხელ კითხულობს ტექსტს,თავისთვის აანალიზებს სიტყვებს ცნობადობის მხრივ და იწერს იმ სიტყვებს,რომლებიც მათთვის უცხოა (გააზრებულად, ანუ მოცწავლემ იცის , რომ ესა თუ ის სიტყვა არ იცის)რაც ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია, თუკი 40 წუთში მოესწრება წაკითხვა,ვიწყებთ ბავშების მიერ ამოწერილი უცხო სიტყვების განმარტებას.
1 გაკვეთილზე მეტი არ ესწრება
Комментариев нет:
Отправить комментарий