воскресенье, 3 мая 2015 г.

მოსმენა, ლაპარაკი, კითხვა, წერა

მოსმენა, ლაპარაკი, კითხვა, წერა

პირველ ოთხ მიმართულებას (მოსმენა, ლაპარაკი, კითხვა, წერა) აქვ საერთო შიდა სტრუქტურა, რომელიც მოიცავს ოთხი განსხვავებული ტიპის შედეგს:
1.        კომუნიკაციური შედეგები, რომლებიც გულისხმობს ტექსტების შინაარსის გაგება-გაანალიზებას (კითხვასა და მოსმენაში) და შექმნას (წერასა და ლაპარაკში);
2.        ენობრივი შედეგები, რომლებიც გულისხმობს  ტექსტის სტრუქტურული და ენობრივი მახასიათებლების ამოცნობას (კითხვაში) და გამოყენებას (წერასა და ლაპარაკში);
3.        სტრატეგიული შედეგები, რომლებიც გულისხმობს მოსმენის, კითხვის, ლაპარაკის, წერის სტრატეგიების დაუფლებას;
4.        ინტერკულტურული შედეგები, რომლებიც გულისხმობს ტექსტების გაანალიზებას ინტერკულტურული თვალსაზრისით (კითხვაში).


შიდა სტრუქტურის მიზანია, გამოკვეთოს ის უნარები, რომელთა განვითარება საერთო მიზანს წარმოადგენს ყველა ენის სწავლა-სწავლებისათვის, იქნება ეს ქართული ენა და ლიტერატურა, ქართული, როგორც მეორე ენა, გერმანული, ფრანგული, რუსული თუ ინგლისური  ენები. სასურველია, ენების სწავლებისას დაიძლიოს საგნობრივი კარჩაკეტილობა და დაინერგოს ენების ინტეგრირებული პედაგოგიკა. მართლაც, ნებისმიერი (მშობლიური, არამშობლიური) ენის შესწავლისას მოსწავლე მსგავსი ამოცანების წინაშე დგება. მაგალითად, მან უნდა დაადგინოს, თუ  რა სტრუქტურისაა ტექსტი, რა შინაარსის შემცველია, რა ენობრივი მახასიათებლები აქვს მას, რა ტიპის სტრატეგიები უნდა გამოიყენოს მის გასააზრებლად და სხვა. მეტიც, ასეთივე ენობრივ-კომუნიკაციური ამოცანების წინაშე დგას მოსწავლე ნებისმიერ არაენობრივ საგანშიც (იქნება ეს ისტორია, მათემატიკა, ფიზიკა თუ სხვა), როცა უწევს ტექსტების გააზრება, შედგენა თუ აუდიტორიის წინაშე ზეპირი გამოსვლა. ასე რომ, ენობრივ-კომუნიკაციური უნარები გამჭოლი ხასიათისაა  – ამ უნარების დაუფლება მოსწავლეს ნებისმიერი საგნის ათვისების პროცესში  სჭირდება. ინტეგრირებული დიდაქტიკა გულისხმობს ენების სწავლისას მიღებული გამოცდილების ურთიერთდაკავშირებას, მოსწავლის მიერ შეძენილი გამოცდილების გადატანის ხელშეწყობას ერთი ენიდან მეორეში. ასეთი მიდგომა განამტკიცებს უნარებს,  ამდიდრებს გამოცდილებას და ზრდის მოსწავლეთა ქმედობაუნარიანობას.  ამის განსახორციელებლად, მასწავლებელმა უნდა იფიქროს შესწავლილ თუ შესასწავლ ენებს შორის ხიდების გაბმაზე. მაგალითად, ქართული, როგორც მეორე ენის სტანდარტში მოცემულია სტრატეგია _  მოსწავლე მთლიანობაში ეცნობა ტექსტს ინფორმაციების მოძიების მიზნით, ამ ეტაპზე არ ჩერდება უცნობ სიტყვებზე, განსხვავებული სიმბოლოებით აღნიშნავს ტექსტში არსებით საკითხებს, რომლებსაც უნდა მიუბრუნდეს მათი გაღრმავების მიზნით, საკვანძო სიტყვებს და სხვა (ქ. მ. XII. 11). იგი  იმ უნართა რიცხვს განეკუთვნება, რომლებიც შეიძლება მან ეფექტურად გამოიყენოს ტექსტის გააზრებისას ნებისმიერ საგანში, იქნება ეს ენობრივი (ქართული, ინგლისური, რუსული თუ სხვა), თუ არენობრივი საგნები (ისტორია, ფიზიკა, გეოგრაფია და სხვა). ხიდების გასაბმელად მასწავლებელმა უნდა გააცნობიერებინოს მოსწავლეს, რომ კონკრეტული უნარის გადატანა შეიძლება განსხვავებულ საგნებში და განსხვავებულ კონტექსტებში.
სწორედ ამის ხელშეწყობას ემსახურება არაერთი ინდიკატორი, რომლებიც წარმოდგენილია ქართულის, როგორც მეორე ენის სტანდარტის სტრატეგიულ შედეგებში და მიმართულებაში სწავლის სწავლა. მოვიტანთ რამდენიმე მათგანს:
მიმართულება კითხვა, შედეგი _ ქ. მ. XI. 11; ინდიკატორები:
·         აღწერს, რა ხერხით/გზით მოახერხა საკითხავი ამოცანის გადაჭრა;
·         ადარებს სხვების მიერ შერჩეულ ხერხს და გამოაქვს დასკვნა, თუ რომელი მიდგომა იყო უფრო ეფექტური;
·         საკითხავი ამოცანების გადასაჭრელად იყენებს როგორც მშობლიურ, ისე სხვა ენაზე მიღებულ გამოცდილებას.
მიმართულება წერა, შედეგი –ქ. მ. X. 15; ინდიკატორები:
·         იხსენებს, სხვა საგნებში რა ტიპის სტრატეგია გამოუყენებია ტექსტის შედგენისას, ადარებს ძველ და ახალ გამოცდილებას, გამოაქვს დასკვნები;
·         მსჯელობს, რომელ სასწავლო თუ ცხოვრებისეულ სიტუაციაში შეიძლება გამოადგეს გამოყენებული სტრატეგიები.

         სწავლა/სწავლების სხვადასხვა ეტაპზე მოსმენას, ლაპარაკს, კითხვას და წერას განსხვავებული დიდაქტიკური დატვირთვა აქვს, ამიტომ ამ მიმართულებებს სწავლების ეტაპების მიხედვით დავახასიათებთ.







Комментариев нет:

Отправить комментарий