ეროვნულ სასწავლო გეგმაში მითითებულია რომ მაღალი კლასების არაქართველ მოსწავლეებს უნდა შეეძლოთ ქართული გადაცემებისა და ფილმების ყურება და გაგება. ეს ძალიან საინტერესო შედეგია, რომელზე გასვლაც ნამდვილად მომიტანს შედეგს! მე მყავდა ორი მოსწავლე, რომელთაც არანაირი სხვა შეხება ქართულთან გარდა სკოლისა და ტელევიზიისა არ ჰქონდათ და მათ ყველაზე კარგად იცოდნენ ქართული! იქნებ მართლა სჯობს რომ თუნდაც ერთი დღე დავუთმოთ ქართული გადაცემის ან ფილმის ნახვის პროვოცირებას.. პროვოცირებას იმიტომ , რომ გაკვეთილზე ამ ყველაფერს ჩვენ ვერ მოვასწრებთ, სახლში კი ინტერნეტით ყველა სარგებლობს და ინტერნეტით შეძლებენ გაკვეთილზე დაწყებული საქმის გაგრძელებას. შემდეგ გაკვეთილებზე კი შეიძლება ნანახის გაგება გააზრებაზე მუშაობა. თუმცა, რომ მქონდეს სკოლაში კაბინეტი და კაბინეტში ქართული ტელევიზია სულ სხვანაირად, უფრო ორგანიზებულად იქნებოდა შესაძლებელი ამ პროცესის წარმართვა.
მართალია უკვე ვდგამთ პატარ-პატარა ნაბიჯებს ამ მიმართულებით ,სიმღერაზე და რეკლამის ვიდეოზე მუშაობამ საკმაოდ საინტერესო შედეგი გამოიღო. მხედველობაში მაქვს ის რომ თავად კლასში მუშაობის პროცესი საინტერესოა..იგი გარკვეული სახის სეჯიბრად იქცა! ყველა ცდილობს,რაც შეიძლება მეტი სიტყვა გაიგონოს, გაიაზროს და ჩაიწეროს.ასე მეჩვენება , რომ ბავშვები განთავისუფლდნენ რაღაცნაირად,შებოჭილები არც მანამდე იყვნენ , მაგრამ ეს სხვა ხარისიხის თავისუფლებაა.
გამოსახულებებთან ერთად უფრო იოლი ხდება სიტყვების გამოცნობა, ეჩვევიან სწრაფი მეტყველების მოსმენას და აღქმას. მართალია ეს პროცესი, ეს აქტივობები, მხოლოდ მეორე კვირაა რაც აქტიურად შემოიჭრა ჩვენს გაკვეთილებზე, მაგრამ მაინც შესამჩნევია შედეგის მიღწევისაკენ მიმართული ძალისხმევა.

Комментариев нет:
Отправить комментарий