ვ)
შეფასება ქართულ, როგორც მეორე ენაში
შეფასების კომპონენტები ქართულ, როგორც მეორე ენაში
საშინაო
და საკლასო დავალებათა კომპონენტები
შეიძლება შეფასდეს შემდეგი ცოდნა და უნარ-ჩვევები:
ენობრივი
ცოდნა და უნარები
·
ლექსიკური ცოდნა
·
გრამატიკული ცოდნა
·
ლექსიკური და გრამატიკული უნარ-ჩვევები (ცოდნის კონტექსტში გამოყენება)
·
გამოთქმა
·
მართლწერა
კომუნიკაციური
უნარები
·
კითხვა-გაგება
·
ხმამაღალი კითხვა
·
მოსმენა-გაგება
·
ზეპირი კომუნიკაცია (ინტერაქცია, გაბმული ლაპარაკი, ზეპირი
გამოსვლები)
·
წერითი კომუნიკაცია
სასიცოცხლო
უნარ-ჩვევები
- შემოქმედებითობა
- თანამშრომლობა
(მეწყვილესთან, ჯგუფის წევრებთან)
- სასწავლო
სტრატეგიების გააზრებულად გამოყენება
(კითხვის, წერის, მოსმენის, ზეპირმეტყველების)
- სტრატეგიების გააზრებულად გამოყენება სასწავლო საქმიანობის
ხელშეწყობის მიზნით
- სასწავლო
აქტივობებში მონაწილეობის ხარისხი
უნარ-ჩვევები ფასდება შემდეგი დავალებებით:
·
სხვადასხვა ტიპის გრამატიკული და ლექსიკური სავარჯიშოებით (მაგ.,
სწორი ფორმის ამოცნობა, ფორმის/კონსტრუქციის ტრანსფორმირება ნიმუშის მიხედვით,
კონტექსტის მიხედვით სწორი ფორმის
წარმოება, შეცდომების ამოცნობა-გასწორება,
სინონიმებისა და ანტონიმების დაკავშირება/მოფიქრება, ნაკლულ ტექსტში სიტყვების
ჩასმა და სხვა);
·
სხვადასხვა ტიპის საკითხავი და მოსასმენი ამოცანების გადაჭრა (მაგ.,
შემოხაზე სწორი ვარიანტი; მონიშნე,
სწორია თუ არა; იპოვე სწორი თანამიმდევრობა, ამოიცანი უცნობი სიტყვები
კონტექსტის მიხედვით, შეაფასე შენი მეწყვილის/საკუთარი ნაწერი, შეაფასე
გამომსვლელები და სხვა);
·
სხვადასხვა ტიპის ზეპირი აქტივობის შესრულება
დამოუკიდებლად, მეწყვილესთან ერთად თუ ჯგუფურად (მაგ., გაინაწილეთ
როლები და გაითამაშეთ მეწყვილესთან ერთად,
ჩამოართვი ინტერვიუ თანაკლასელს, წარმოადგინე კლასის წინაშე შენი ჯგუფის
ნამუშევარი, გადმოეცი შენი მოსაზრება და დაასაბუთე, იმსჯელე, დაახასიათე, მოყევი
და სხვა);
·
სხვადასხვა ტიპის ტექსტის შექმნა დამოუკიდებლად,
მეწყვილესთან ერთად თუ ჯგუფურად (მაგ., დაწერე
პირადი/საქმიანი წერილები; მოამზადეთ
ჯგუფურად სტატია ცნობილი მსახიობის შესახებ; შეადგინე
ბიოგრაფიული ცნობარი; დაასრულე ამბავი; დაიყავით
ჯგუფებად და შეადგინეთ ტურისტული გზამკვლევი; დაწერე შენი მოსაზრება
ამა თუ იმ საკითხის შესახებ, დაასაბუთეთ და სხვა);
·
პროექტის განხორციელება.
შენიშვნა: დაწყებით კლასებში განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა შემდეგ
უნარ-ჩვევებს:
·
ხმამაღალი კითხვა
·
ჩუმი კითხვა (მარტივი საკითხავი ამოცანების დამოუკიდებლად
გადაჭრა)
·
გამოწერა
·
გადაწერა
·
კარნახით წერა
შემაჯამებელი
დავალებების კომპონენტი
შემაჯამებელი დავალების კომპონენტი უკავშირდება სწავლა-სწავლების შედეგს. ამ კომპონენტში უნდა შეფასდეს ერთი სასწავლო
მონაკვეთის (თემა, თავი, პარაგრაფი, საკითხი) შესწავლა-დამუშავების შედეგად მიღწეული
შედეგები. კონკრეტული სასწავლო ერთეულის დასრულებისას მოსწავლემ უნდა შეძლოს ქართულის,
როგორც მეორე ენის სტანდარტით განსაზღვრული ცოდნისა და უნარების წარმოჩენა. შესაბამისად,
შემაჯამებელი დავალებები უნდა ამოწმებდეს ქართულის,
როგორც მეორე ენის სტანდარტით განსაზღვრულ
შედეგებს.
შემაჯამებელ
დავალებათა ტიპები
სტანდარტის
მოთხოვნათა დასაფარად, რეკომენდებულია შემაჯამებელ დავალებათა მრავალფეროვანი ფორმების
გამოყენება. ქართულის, როგორც მეორე ენის შემაჯამებელ დავალებათა ტიპები შეიძლება იყოს:
·
მოსმენილი ან ზეპირი
ტექსტის გაგება - გააზრება
·
სტანდარტით განსაზღვრული
სხვადასხვა სახის ტექსტების შედგენა
·
როლურ თამაშებში, სიმულაციურ
სიტუაციებში მონაწილეობა
·
ინტერაქცია კონკრეტული
საკითხის/თემის ირგვლივ
·
საუბარი კონკრეტული
თემის/საკითხის შესახებ
·
ზეპირი მოხსენება
·
განხორციელებული პროექტი
და სხვა
მოთხოვნები,
რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს შემაჯამებელი დავალებები
·
დავალების თითოეულ
ტიპს უნდა ახლდეს თავისი შეფასების ზოგადი რუბრიკა (თუ რეცეფციული (კითხვა, მოსმენა)
დავალებაა, მაშინ შეფასების სქემა უნდა ახლდეს თითოეულ ტესტურ კითხვას);
·
ზოგადი რუბრიკა უნდა
დაზუსტდეს კონკრეტული დავალების პირობისა და განვლილი მასალის გათვალისწინებით;
·
10 ქულა უნდა გადანაწილდეს
რუბრიკაში შემავალ კრიტერიუმებზე;
·
მითითებული უნდა იყოს სტანდარტის
ის შედეგები, რომელთა შემოწმებასაც ემსახურება შემაჯამებელი დავალება.
ზოგადი
რუბრიკის ნიმუში
შეფასების ზოგადი რუბრიკა წერითი და ზეპირი
შემაჯამებელი დავალებებისათვის:
·
პირობასთან შესაბამისობა
·
კომუნიკაციური უნარ-ჩვევები
·
ენობრივი უნარ-ჩვევები
·
შემოქმედებითი უნარ-ჩვევები
·
ზოგადი რუბრიკა უნდა
დაკონკრეტდეს კონკრეტული დავალების პირობისა და განვლილი მასალის გათვალისწინებით;
·
10 ქულა უნდა გადანაწილდეს
რუბრიკაში შემავალ კრიტერიუმებზე.
კონკრეტული
რუბრიკების ნიმუშები
ნიმუში
1. შემაჯამებელი დავალება წერითმეტყველებაში
დავალების პირობა:
დაწერეთ
საყვარელი ნივთის ან ცხოველის მონოლოგი. მონოლოგი უნდა შეიცავდეს შემდეგ საკითხებს:
·
პერსონაჟების ვინაობა
·
მათი დახასიათება ერთი-ორი
სიტყვით
·
ურთიერთობების ისტორია (რა ხდება/რა მოხდა მათ შორის)
·
რა დამოკიდებულება აქვთ
ერთმანეთთან
(სიტყვების მინიმალური რაოდენობა – 100).
კრიტერიუმების
ბადე ზემოთ მოცემული შემაჯამებელი წერითი დავალებისათვის
|
ქულები
|
პირობასთან შესაბამისობა
|
|
იცავს
სიტყვების რაოდენობის ქვედა ზღვარს
|
0
- 1
|
იცავს
პირობის შინაარსობრივ მოთხოვნებს
|
0
- 1
|
კომუნიკაციური
უნარ-ჩვევები
|
|
გასაგებად
და თანამიმდევრულად
გადმოსცემს ინფორმაციებს
|
0
- 1 - 2
|
გამოხატავს
პერსონაჟის დამოკიდებულებას, ემოციას
|
0
- 1
|
ენობრივი
უნარ-ჩვევები
|
|
სწორად
იყენებს ნასწავლ გრამატიკულ ფორმებს (ზმნის სუბიექტურ და ობიექტურ წყობას)
|
0
– 1 – 2
|
იყენებს
ნასწავლ ლექსიკას /აქვს სათანადო ლექსიკური მარაგი
|
0 - 1 - 2
|
შემოქმედებითი
უნარ-ჩვევები
|
|
ენობრივი
თვალსაზრისით, იჩენს გაბედულებას, ავლენს ფანტაზიის უნარს, ორიგინალურობას
|
0
- 1
|
ქულათა მაქსიმალური რაოდენობა 10
|
|
შემაჯამებელი
დავალების სტანდარტთან შესაბამისობა
ქ.მ.VII.15. მოსწავლეს შეუძლია ისეთი ტექსტების შექმნა,
რომლებშიც ავლენს პიროვნულ და
შემოქმედებით დამოკიდებულებას.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
წერს თხრობითი ხასიათის
ტექსტს (მაგ., რეალურ ან გამოგონილ
ისტორიას მისთვის საინტერესო თემაზე, ლიტერატურული ნაწარმოების ან მის მიერ
გამოგონილი პერსონაჟის თავგადასავალს);
·
გამოხატავს გრძნობებს,
განწყობილებებს, ემოციებს;
·
თანამიმდევრულად გადმოსცემს
მოვლენებს.
ქ. მ.VII.16.
მოსწავლეს შეუძლია წერილობითი ტექსტის სტრუქტურის
დაცვა, ასევე შეუძლია
შეიძინოს და ფუნქციურად გამოიყენოს
საბაზო ენობრივი უნარ-ჩვევები.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
ადამიანების/საგნების
შესადარებლად იყენებს შესაბამის ენობრივ კონსტრუქციებს (...-თან შედარებით უფრო ...-ია / უფრო მეტად/ნაკლებად და სხვა);
·
მომავალში შესასრულებელი
მოქმედებისადმი დამოკიდებულებას (სურვილი, ვარაუდი, ბრძანება, თხოვნა, აკრძალვა)
გამოხატავს II კავშირებითის ფორმით;
·
ადეკვატურად იყენებს
განსხვავებული მოდალობების გამომხატველ ფორმებს (უნდა, ნეტავ და სხვა);
·
სწორად იყენებს ზმნის
დრო-კილოთა და ქცევის (აკეთებს/იკეთებს/უკეთებს)
ფორმებს;
·
სწორად ხმარობს სუბიექტისა
და ობიექტის ბრუნვის ფორმებს ნასწავლ რთულ სინტაქსურ კონსტრუქციებში.
ნიმუში
2. შემაჯამებელი დავალება ზეპირმეტყველებაში
დავალების
პირობა: მოცემულ სურათებზე დაყრდნობით
შეადგინე და მოყევი ამბავი. დააზუსტე პერსონაჟთა ვინაობა, დაახასიათე ისინი,
კონკრეტულად გადმოეცი მოვლენები, მიუთითე მოქმედებათა თანამიმდევრობა, დრო და
ადგილი. საუბრის მინიმალური დრო - 2 წუთი
კრიტერიუმების
ბადე ზემოთ
მოცემული შემაჯამებელი წერითი დავალებისათვის
|
ქულები
|
პირობასთან შესაბამისობა
|
|
იცავს დროის
ლიმიტს
|
0 - 1
|
იცავს პირობის
შინაარსობრივ მოთხოვნებს
|
0 - 1
|
კომუნიკაციური უნარ-ჩვევები
|
|
თანამიმდევრულად
აღწერს/გადმოსცემს მოქმედებებს
|
0 - 1
|
განსაზღვრავს მოქმედების
დროსა და სივრცეს
|
0 - 1
|
ენობრივი უნარ-ჩვევები
|
|
იყენებს
ნასწავლი დროის გამომხატველ გრამატიკულ კონსტრუქციებსა
და ენობრივ ფორმებს
|
0-2
|
ადეკვატურად იყენებს ზმნის ახლანდელი, წარსული და მომავალი დროის
ფორმებს
|
0 - 1
|
იყენებს ნასწავლ ლექსიკას
|
0 - 1
|
შემოქმედებითი უნარ-ჩვევები
|
|
ავლენს
ფანტაზიის უნარს, ორიგინალურობას
|
0 - 1
|
იჩენს
გაბედულებას ენობრივი თვალსაზრისით
|
0 - 1
|
ქულათა მაქსიმალური რაოდენობა 10
|
|
შემაჯამებელი
დავალების სტანდარტთან შესაბამისობა
ქ.მ.V.22. მოსწავლე გაბმულად საუბრობს.
შედეგი
თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
სურათებზე დაყრდნობით აგებს
და ჰყვება მარტივ ამბავს;
·
საუბრობს
მისთვის ნაცნობ თემებზე (მაგ., ოჯახში, ნათესავების/ მეგობრების შესახებ, თავისუფალი დრო და
სხვა).
ქ.მ.V.23. მოსწავლეს შეუძლია შეიძინოს და ფუნქციურად გამოიყენოს
ელემენტარული ენობრივი უნარ-ჩვევები.
შედეგი
თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
იცავს შესაბამის ინტონაციას სხვადასხვა მოდალობის წინადადებების წარმოთქმის დროს;
·
ამბის გადმოცემისას
სწორად იყენებს მოვლენათა თანამიმდევრობის გამომხატველ სიტყვებს (მაგ., ერთხელ,
თავიდან, მერე, ბოლოს);
·
იყენებს კონტექსტის შესაფერის
მარტივ ენობრივ ფორმულებსა და კონსტრუქციებს;
·
შესაბამის ენობრივ
კონსტრუქციებში სათანადოდ იყენებს მოქმედების ინტენსივობის, ადგილისა და დროის
გამომხატველ ზმნიზედებს (მაგ., ხანდახან,
ხშირად, იშვიათად);
·
კონტექსტის მიხედვით
სწორად იყენებს ზმნის დროის ფორმებს (აწმყო, წყვეტილი, მყოფადი);
·
სასაუბრო თემებისათვის
იყენებს სათანადო ლექსიკას.
Комментариев нет:
Отправить комментарий