воскресенье, 3 мая 2015 г.

სწავლის სწავლა

სწავლის სწავლა

ამ მიმართულების მიზანია მოსწავლეებისათვის სასწავლო საქმიანობის დამოუკიდებლად მართვის სწავლება. ამისათვის იმთავითვე უნდა შევაჩვიოთ ისინი სასწავლო მიზნებისა და ამოცანების გააზრებას, შედეგების დამოუკიდებლად შეფასებას, გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღებას, იმ ფაქტორების გამოწვევას, რომლებიც დადებითად მოქმედებს სასწავლო პროცესზე და სხვა.
ამ მიმართულების ქვეშ ცალკე შედეგად შედის პროექტის განხორციელება. მოსწავლეები ეუფლებიან პროექტის განხორციელების ხელშესაწყობად საჭირო და აუცილებელ სტრატეგიებს; სწავლობენ რესურსების ეფექტურად მართვას, ეუფლებიან სხვადასხვა სტრატეგიის გამოყენებას ლექსიკური მასალის ასათვისებლად და გრამატიკულ მოვლენებში გასარკვევად, იძენენ სტრატეგიულ უნარებს წარმატებული სწავლების უზრუნველსაყოფად და სხვა.


Комментариев нет:

Отправить комментарий