დღეს ისევ მოსმენის გაკვეთილები მექნება; აი ჩემი გაკვეთილების მიზნები
მოსმენა
- განსაზღვრავს რეპორტაჟის მიზანს, თემას;
- იგებს ძირითად შინაარსს;
- განარჩევს მთავარ და არამთავარ საკითხებს;
- ამოკრებს ფაქტობრივ ინფორმაციას (ვინ, რა, სად, როდის, რამდენი, რომელი, როგორი და სხვა);
- ა
- მოვლენებს შორის ამოიცნობს მიზეზ-შედეგობრივ კავშირებს;
- გამოაქვს დასკვნა მთლიანი ტექსტის გააზრების საფუძველზე.
ქ.მ.VIII.2.
მოსწავლეს შეუძლია საინფორმაციო გადაცემების, ჩანაწერების (რადიო/ტელეპროგრამა, ამინდის პროგნოზი, ახალი ამბები და სხვა) ქართულ ენაზე მოსმენა და გაგება.
- ამოიცნობს ტექსტის თემას/მიზანს;
- ა
- ამოკრებს მისთვის საინტერესო ინფორმაციას (დღე, საათი, ადგილი, ანგარიში);
- გამოაქვს დასკვნა
.
- ამოიცნობს სხვადასხვა ფუნქციური სტილისათვის დამახასიათებელ ძირითად ნიშნებსა და სინტაქსურ კონსტრუქციებს (მაგ., პუბლიცIჩთური სტილისათვის -მსმენელებისადმი უშუალო მიმართვები, კითხვისა და ძახილის წინადადებების ხშირი ხმარება, ძირითადად მარტივი ენობრივი კონსტრუქციების გამოყენება და სხვა);
- ინტონაციით განასხვავებს სათქმელის მოდალობას (შეკითხვა, თხოვნა, მოთხოვნა და სხვა);
- ამოიცნობს შეფასება/დამოკიდებულების გამომხატველ სიტყვებსა და ენობრივ ფორმულებს და მათზე დაყრდნობით განარჩევს ფაქტს ვარაუდისაგან / დამოკიდებულებისაგან;
- ამოიცნობს შეფასების (დამოკიდებულების) გამომხატველ სიტყვებს, სიტყვათშეხამებებს.
მოსმენის სტრატეგიები
ქ.მ.VIII.5.
მოსწავლეს შეუძლია მოსასმენი ამოცანების ეფექტურად გადაჭრის ხელშესაწყობად და მოსმენის უნარის გასაუმჯობესებლად სათანადო სტრატეგიების გამოყენება.
- ცოცხალი მეტყველების/ჩანაწერის მოსმენისას იშველიებს არავერბალურ ელემენტებს (ინტონაცია, ჟესტიკულაცია, ხმის მოდულაცია - ტემპი, სიმაღლე, ხმის ტემბრი, ილუსტრაცია, სქემა);
- ამოიცნობს უცნობი სიტყვების, გამოთქმების მნიშვნელობას ნაცნობ ელემენტებზე დაყრდნობით (საკომუნიკაციო სიტუაცია, კონტექსტი, სიტყვის ფუძე და სხვა);
- სათაურის, ილუსტრაციების საფუძველზე გამოთქვამს ვარაუდს ტექსტის შინაარსის შესახებ;
- ინიშნავს უცნობ სიტყვებს მათი მნიშვნელობის გასარკვევად;
- მიზნის შესაბამისად ცვლის მოსმენის სტრატეგიას: ზოგადი შინაარსის გასაგებად ეყრდნობა ნაცნობ სიტყვებს, არავერბალურ ელემენტებს და ამოიცნობს საკომუნიკაციო სიტუაციას, კონტექსტს, სასაუბრო თემას;
- .
Комментариев нет:
Отправить комментарий