среда, 6 мая 2015 г.

მერვე კლასი

მერვე კლასში მქონდა გაგება გააზრების გაკვეთილი:
წავაკითხე ყველას ტექსტი ,ტექსტი დაუწერიათ , როგორც თავად მითხრეს, კარაოკეს მიხედვით, ანუ მოსმენა მეორე პლანზე გადავიდა, თუმცა წინა გაკვეთილზე აბსოლუტური უმრავლესობა ბგააკეთეს მოსმენით, სახლში კი ტექსტის კორექტირება და რედაქტირება მოახდინეს.
 მას შემდეგ, რაც ტექსტი წაიკითხეს თითოეულს დავაწერინე თავისი უცხო სიტყვები დაფაზე ,შემდეგ ავუხსენი ყველა სიტყვა მათ შორის ჰარმონიაც და მელანქოლიაც თუმცა ამ ორი სიტყვის უკეთ გასაგებად შევსთავაზე მიემართათ სომხური ენის მასწავლებლისთვის, რომელსაც მე ვთხოვე გაკვეთილის შემდეგ ეს ორი სიტყვა აეხსნა ბავშვებისთვის თავის გაკვეთილზე.
 ამის შემდეგ დავუსვი შეკითხვები იმის დასადგენად გაიგეს თუ არა ჩემი ახსნილი სიტყვები..ყველა შეკითხვას გასცეს სწორი პასუხი. ამის შემდეგ ლიდევ ერთხელ წავიკითხეთ ტექსტი, შევეცადეთ უშეცდომოდ წაგვეკითხა ტექსტი. ბოლოს ჩავურთე სიმღერა, რომელსდაც სხვათაშორის,ელოდნენ და შევსთავაზე მოსმენა. თუმცა ყველა აჰყვა სიმღერას და საკმაოდ რთული ადგილი, სადაც სწაფი რეჩიტატივი მიდის, ძალიან სწორად და რიტმულად შეასრულეს. ამიტომ საშიანაო დავალებად მივეცი, მოემზადებინათ სიმღერა ( სიმღერის დროს იოლად გამახსოვრდება სიტყვები რიტმისა დას რითმის გამო, გეხსნება არასწორად ტქმის შიში და ბოლოს ,უბრალოდ, გსიამოვნებს კარგი სიმღერა) რისთვისაც საჭირო იქნება ტექსტის სწავლა, სიმღერის ტექსტის სწავლა კი სიმღერის დროსაა იოლი, ამიტომ შევსთავაზე სახლში ბევრი ემღერათ და ისე მოემზადებინათ დავალება!
 მე მგონი არ არის დამღლელი, ძნელი და უინტერესო დავალება!

Комментариев нет:

Отправить комментарий