среда, 6 мая 2015 г.

მოსმენის გაკვეთილი

მოკლედ ვიდეოს ვერ ვტვირთავ, მეუბნება ძალიან დიდიაო და, როგორ უნდა ავტვირთო ჯერ არ ვიცი, მაგრამ გავიგებ და ავტვირთავ.
   დღეს მეთორმეტეში არ მქონია გაკვეთილი, რადგან კლასის დამრიგებლის თხოვნით ჰქონდათ ბოლო ზარის რეპეტიცია... მართალია, მე შევეცადე შემეხსენებინა , რომ მათ გამოცდა აქვთ 2 კვირაში, მაგრამ აქამდე თუ ვერ ისწავლეს, აწი ვერ ისწავლიანო და წავედი სხვა კლასში ,მეათეში. როგორც ამ დილით, სკოლაში მიმავალმა, გზაში, დავგეგმე დღევანდელი ჩემი გაკვეთილები შვუტანე მათ მაგზავრების სიმღერა '' გაიღვიძა ბუნებამ''. მას შემდეგ რაც რამოდენიმეს , სამ მოსწავლეს, გამოვკითხე გაკვეთილი გადავედი ახალ აქტივობაზე. ბოლო გამოკითხულის გამოსვლა მთავრდებოდა სიტყვებით- ახლა გაზაფხულია ჯერ ცივა და ამიტომ ყავას ეზოში ვერ მივირთმევთ- სწორედ გაზაფხულის ამ ხსენებამ მომცა იმის საშუალება რომ ძალიან ჩვეულებრივად შემეტანა გაკვეთილში ის აქტივობა რაც დაგეგმილი მქონდა.დავუსვი რამდენიმე შეკითხვა გაზაფხულზე და ზამთარზე და მივიყვანე პასუხამდე რომ გაზაფხულზე ბუნება ნიღვიძებს და სწორედ მაშინ შევსთავაზე მოესმინათ ქართული ახალგაზრდული ჯგუფისათვის მგზავრები.. აქვე გავიხსენეთ ვინ არიან საზოგადოდ მგზავრები, ვუთხარი რა სტილში მღერიან ისინი და ჩავურთე სიმღერა -გაიღვიძა ბუნებამ. სანამ სიმღერას ჩავურთავდი მივეცი დავალება - მათტვის ნაცნობი სიტყვები და ფრაზები ჩაეწერათ რვეულში.ეს საკმაოდ რთული დავალებაა, მაგრამ თავად ამ კლასის იმედი მქონდა, რამეთუ არ არის სუსტი კლასი, მაგრამ გაუჭირდათ...ამიტომ სახლში მივეცი დავალებად მოესმინათ ეს სიმღერა და სახლში ცაეწერათ ამ სიმღერის ტექსტი. ვნახოთ,რას მოახერხებენ.
   დანარცენ კლასებში უკვე ტექსტი შევიტანე გამოტოვებული სიტყვებით სადღაც31 სიტყვა იყო გამოტოვებული! ყველაზე კარგად იმუშავა მერვე კლასმა და ყველაზე შედეგიანად ! ვიდეო მაქვს გადაღებული, მაგრამ ჯერ ვერ ავტვირთე :( მე 11 კლასმა იმუშავა ჯგუფებში, თან პრეტენზიები გამოთქვეს ხმის ხარისხზე, და სიჩქარეზე, მაგრამ საბოლოო ჯამში ყვალამ გაართვა თავი სახლში მივეცი დავალებად მოსმენა და ტექსტის კორექტირება და სრულყოფა.

Комментариев нет:

Отправить комментарий