გუშინ ოფიციალურად დავემშვიდობე მეთორმეტე კლასს, როგორც მასწავლებელი, მადლობა გადავიხადე, როგორც მასწავლებელმა, რომელსაც ეს 4 წლის ნამუშევარი მთლად წყალში არ ჩაუყარეს,ბოდიში მოვუხადე, როგორც მასწავლებელმა, რომელიც ბევრს ითხოვდა მათგან...
აი კიდევ ერთი მეთორმეტე კლასი წავიდა ჩემგან... აქ, ამ სკოლაში, უკვე მეოთხე!
ბევრი რამ იყო ჩვენს ურთიერთობებში! კონფლიქტები, გაბუტვები, ერთობლივი ღონისძიებები, დიდი თუ პატარა გამარჯვებები,გულის ტკენა და სიხარულები. მაგრამ საბოლოო ჯამში, მაინც, განვიცდი მათ წასვლას! რადგან მე პირადად ვერ ვხედავ დიდ და ნათელ მომავალს მათ ცხოვრებაში. რადგან უკვე მეოთხე გამოშვებაა და მათი წინა სამი გამოშვების ბავშვების ნახვა ყოველდღე გულს მიწურავს...
მართალია ყველა ვერც წავა და არც უნდა წავიდეს სოფლიდან, მაგრამ როდესაც ერთ ერთ ჩემს კარგ მექართულე ბავშვს თბილისში დეზერტირებზე მეკარტოფილეების რიგში ვხედავ უნივერსიტეტის დერეფნის ნაცვლად, მეტირება!როცა ყველაზე ჭკვიანი გოგო სახლში ზის და საქონელს უვლის და ელოდება , როდის გათხოვდება და გაყვება იმას ვინც რამდენიმე თვეში მოსკოვში წავა ფულის საშოვნელად- მინდა ხმამაღლა ვიყვირო და ვიკითხო, ვინ არის დამნაშავე? რატომ არ აქვთ ამ ბავშვებს ღირსეული მომავალი? ზოგი ამ მომავლის საპოვნელად სომხეთში მიდის , იქ ღებულობს უმაღლეს განათლებას, მაგრამ არც მათი მომავალია დაკავშირებული საქართველოსთან , იმ სახელმწიფოსთან სადაც დაიბადნენ და გაიზარდნენ!
სახელმწიფო, სახელმწიფოა დამნაშავე ამ ყოველივეში! თამარივით მგონი არავის ჰყვარებია ჯავახეთი! სიყვარული და ყურადღება აკლია ჯავახეთს! ქართველი კაცის და ქართული სახელმწიფოს სიყვარული და ყურადღება!
მე, და არა მხოლოდ მე, ვცდილობ ჩემი მოსწავლეები საქართველოსადმი სიყვარულით დავმუხტო, მაგრამ რამდენად მდგრადია, ცალმხრივი სიყვარული?
მაშინ როცა ჩემს შექებაზე-კარგი ბიჭი ხარ, თავად დააყოლებენ - მაგრამ სომეხი!!!! მახსოვს პირველად ამ ოთხი წლის წინ, პირველად რომ გავიგონე ეს რეპლიკა, კინაღამ ისტერიკა დამემართა! სად გაიგონეს, ვინ უთხრა,რატომ უთხრა? და მაშინ ავკრძალე რაღაც მექანიზმებით ამ რეპლიკის გაჟღერება...მაგრამ ამ აკრძალვით რამე შეიცვალა სრულიად ქართულ საზოგადოებაში ? არა, რა თქმა უნდა!
ინტეგრირებაო, ვიძახით, ამ ჩემი ქართველ სომხებზე მეტად, ჩემს ქართველ ქართველებს სჭირდება ინტეგრაცია ამ ადამიანებთან! განათლება გვჭირდება,ერთმანეთის გაცნობა და შეყვარება გვჭირდება!
სწორედ ამ ტოლერანტული, ნაციონალური სიჭრელითაა შექმნილი თბილისი და სწორედაც ამიტომ არის ასეთი ლამაზი და თბილი.
ძალიან ლამაზი და თბილია,გაყინულ ზამთარშიც კი, ჩვენი ჯავახეთი,მხოლოდ სიყვარული აკლია, ქართველისა და ქართული სახელმწიფოს სიყვარული!
სწორედ ამ სიყვარულს ვუსურვებ ჩემს მეთორმეტეკლასელებს! მინდა ვუსურვო ეგრძნოთ სამშობლო, საქართველო ! შეუყვარდეთ იგი , ისე , როგორც საკუთარი სოფელი, ღრუბლებში დაკარგული ალასტანი უყვართ! შეუყვარდეს ისინი საქართველოს ისე, როგორც თამარს უყვარდა ეს საუცხოო მხარე!
წარმატებები ჩემო მშრომელო, ჯიუტო და სიცოცხლის ხალისით სავსე მოსწავლეებო <3

Комментариев нет:
Отправить комментарий