воскресенье, 3 мая 2015 г.

ქართულის, როგორც მეორე ენის სწავლება საბაზო საფეხურზე

ქართულის, როგორც მეორე ენის სწავლებ საბაზო საფეხურზე

 საბაზო საფეხური სავალდებულო სწავლების დამამთავრებელი ციკლია: საბაზო საფეხურის დამთავრების შემდეგ მოსწავლეთა ერთი ნაწილი ტოვებს სკოლას და აქტიურ ცხოვრებაში ერთვება. ამ საფეხურზე ქართულის, როგორც მეორე ენის მთავარი აღმზრდელობითი მიზანია მოსწავლეში მოქალაქეობრივი შეგნებისა და შემოქმედებითი უნარ-ჩვევების განვითარება (ტოლერანტობა, პირადი და საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა, დამოუკიდებლობა, თვითგანვითარება, კრიტიკული აზროვნება, თვითგამოხატვა. . . ).                
ქართულის, როგორც მეორე ენის საგანმანათლებლო მიზანია მოსწავლის აღჭურვა საბაზის ცოდნით, რომელიც მას ხელს შეუწყობს,  გზა გაიკვალოს თანამედროვე ცხოვრებაში. კერძოდ, ამ ციკლის ბოლოს მოსწავლეს უნდა შეეძლოს:
·         ზეპირი და წერითი კომუნიკაცია ქართულ ენაზე ყოველდღიურ ყოფით სიტუაციებში;
·         ნებისმიერი ტიპის არამხატვრული ტექსტის დამუშავება და გაანალიზება;
·         კულტურული და სოციოკულტურული თავისებურებების გაანალიზება;
·         ცოდნის დონის დამოუკიდებლად ამაღლება სხვადასხვა მიმართულებით.


           საბაზო საფეხურზე სწავლების მთავარი ამოცანაა მოსწავლის მომზადება ისეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მისაღებად, როგორიცაა გეზის არჩევა (აქტიურ ცხოვრებაში ჩაბმა, პროფესიული განათლების მიღება, სკოლაში სწავლის გაგრძელება). ამის უზრუნველსაყოფად სწავლების მეთოდიკაში უნდა დაინერგოს  ისეთი სტრატეგიები, რომლებიც გამოავლენს მოსწავლის პოტენციალის თავისებურებებს (მრავალმხრივი შეფასება).

Комментариев нет:

Отправить комментарий