თავი XVI
საგნობრივი პროგრამა ქართულ, როგორც მეორე ენაში
1. ზოგადი ნაწილი
ა) შესავალი
სამოქალაქო ინტეგრაციის ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული გამოწვევაა ეროვნული უმცირესობების მიერ სახელმწიფო ენის არცოდნა, რაც მნიშვნელოვნად აფერხებს მათ სრულფასოვან მონაწილეობას ქვეყნის პოლიტიკურ, ეკონომიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ამიტომ ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის ეროვნული
სასწავლო გეგმა არაქართულენოვანი სკოლების მოსწავლეებისათვის ითვალისწინებს
სახელმწიფო ენის სწავლებას.
ბ) საგნის სწავლების მიზნები და ამოცანები
ქართულის,
როგორც მეორე ენის სასწავლო გეგმა განკუთვნილია არაქართულენოვანი სკოლების
მოსწავლეებისათვის. მისი მიზანია, უზრუნველყოს სახელმწიფო ენის სწავლება და ამით
ხელი შეუწყოს სასკოლო განათლების მთავარი სახელმწიფო მიზნის განხორციელებას. ეს არის ეროვნულ
და საკაცობრიო ღირებულებებთან ნაზიარები, თავისუფალი პიროვნების აღზრდა, რომელიც
შეძლებს ქვეყნის საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიურად ჩაბმას და საკუთარი წვლილის შეტანას სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებასა და განვითარებაში.
უფრო კონკრეტულად
ქართულის,
როგორც მეორე ენის სასწავლო გეგმის მიზანია, მოსწავლე უზრუნველყოს იმგვარი ცოდნით,
რომ მან შეძლოს:
·
წარმატებული
კომუნიკაცია;
·
სხვადასხვა
ტიპის ტექსტების შექმნა და გაგება;
·
ქართული
ენობრივ-კულტურული თვითმყოფადობისა და ფასეულობების პატივისცემა;
·
სახელმწიფოებრივი
აზროვნების ჩამოყალიბება;
·
სახელმწიფოში
მცხოვრები სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფის სოციოკულტურულ თავისებურებათა დაფასება და
პატივისცემა; სოციოკულტურული მრავალფეროვნების მიმართ პოზიტიური დამოკიდებულების
გამოვლენა;
·
ქართული
ენის ცოდნის შემდგომი გაღრმავება და გამდიდრება დამოუკიდებლად;
·
სხვა
ენების დამოუკიდებლად შესწავლა.
ამ
საგანმანათლებლო მიზნიდან გამომდინარე, ქართულის, როგორც მეორე ენის სწავლება სკოლაში ითვალისწინებს კონკრეტული ამოცანების გადაჭრას, კერძოდ, მოსწავლემ უნდა:
1.
აითვისოს
როგორც ენობრივი, ისე კულტურული ინფორმაცია;
2.
შეიძინოს
სხვადასხვა ტიპის უნარ-ჩვევა:
·
სამეტყველო
უნარ-ჩვევები (მოსმენა, კითხვა, წერა, ლაპარაკი);
·
განსხვავებული კულტურის გაგების უნარი;
·
ენის
სწავლის უნარ-ჩვევები (სწავლის სწავლა);
·
სასიცოცხლო
უნარ-ჩვევები (თანამშრომლობა, თავისუფალი არჩევანის გაკეთება, პრობლემის გადაჭრა,
შემოქმედებითობა და სხვა).
3.
ჩამოუყალიბდეს
სხვადასხვა ტიპის დამოკიდებულება:
·
პიროვნულ
განსხვავებათა დაფასება და პატივისცემა;
·
ენობრივ-კულტურული
კუთვნილების განცდა;
·
ენების
სწავლის სურვილი და სხვა;
4.
ჩამოუყალიბდეს
ქვეყნის მოქალაქეობის განცდა.
Комментариев нет:
Отправить комментарий