ჩაწერით კი ჩავწერე ორი კლასი , მაგრამ ატვირთვაა პრობლემა... დღეს ვთხოვ სკოლის ინტერნეტზე თუ მიმაერთიანებინებენ ნოუთბუკს შეიძლება სკოლაში სევეცადო რამდენიმე ვიდეოს ატვირთვა.
вторник, 26 мая 2015 г.
ვაგრძელებთ მოსმენას
დღეს ვაგრძელებთ ორშაბათს დაწყებულ სამუშაოს. გუშინ დასვენების დღე იყო, ვმუშაობთ ვიდეოზე გრაფიკული დიზაინერის საქმიანობის შესახებ.
ჯერ მხოლოდ მოსმენა და გაგაბა, ზოგადი შინაარსის შეკითხვებზე პასუხის გაცემით. სხვათაშორის მერვე კლასმა ეს სამუშაო უკვე გააკეთა, და ძალიან კარგადაც.
სხვა კლასებში დღეს ვიწყებ
ჯერ მხოლოდ მოსმენა და გაგაბა, ზოგადი შინაარსის შეკითხვებზე პასუხის გაცემით. სხვათაშორის მერვე კლასმა ეს სამუშაო უკვე გააკეთა, და ძალიან კარგადაც.
სხვა კლასებში დღეს ვიწყებ
воскресенье, 24 мая 2015 г.
пятница, 22 мая 2015 г.
წერილი ჩემს მეთორმეტეკლასელებს და არა მხოლოდ...
გუშინ ოფიციალურად დავემშვიდობე მეთორმეტე კლასს, როგორც მასწავლებელი, მადლობა გადავიხადე, როგორც მასწავლებელმა, რომელსაც ეს 4 წლის ნამუშევარი მთლად წყალში არ ჩაუყარეს,ბოდიში მოვუხადე, როგორც მასწავლებელმა, რომელიც ბევრს ითხოვდა მათგან...
აი კიდევ ერთი მეთორმეტე კლასი წავიდა ჩემგან... აქ, ამ სკოლაში, უკვე მეოთხე!
ბევრი რამ იყო ჩვენს ურთიერთობებში! კონფლიქტები, გაბუტვები, ერთობლივი ღონისძიებები, დიდი თუ პატარა გამარჯვებები,გულის ტკენა და სიხარულები. მაგრამ საბოლოო ჯამში, მაინც, განვიცდი მათ წასვლას! რადგან მე პირადად ვერ ვხედავ დიდ და ნათელ მომავალს მათ ცხოვრებაში. რადგან უკვე მეოთხე გამოშვებაა და მათი წინა სამი გამოშვების ბავშვების ნახვა ყოველდღე გულს მიწურავს...
მართალია ყველა ვერც წავა და არც უნდა წავიდეს სოფლიდან, მაგრამ როდესაც ერთ ერთ ჩემს კარგ მექართულე ბავშვს თბილისში დეზერტირებზე მეკარტოფილეების რიგში ვხედავ უნივერსიტეტის დერეფნის ნაცვლად, მეტირება!როცა ყველაზე ჭკვიანი გოგო სახლში ზის და საქონელს უვლის და ელოდება , როდის გათხოვდება და გაყვება იმას ვინც რამდენიმე თვეში მოსკოვში წავა ფულის საშოვნელად- მინდა ხმამაღლა ვიყვირო და ვიკითხო, ვინ არის დამნაშავე? რატომ არ აქვთ ამ ბავშვებს ღირსეული მომავალი? ზოგი ამ მომავლის საპოვნელად სომხეთში მიდის , იქ ღებულობს უმაღლეს განათლებას, მაგრამ არც მათი მომავალია დაკავშირებული საქართველოსთან , იმ სახელმწიფოსთან სადაც დაიბადნენ და გაიზარდნენ!
სახელმწიფო, სახელმწიფოა დამნაშავე ამ ყოველივეში! თამარივით მგონი არავის ჰყვარებია ჯავახეთი! სიყვარული და ყურადღება აკლია ჯავახეთს! ქართველი კაცის და ქართული სახელმწიფოს სიყვარული და ყურადღება!
მე, და არა მხოლოდ მე, ვცდილობ ჩემი მოსწავლეები საქართველოსადმი სიყვარულით დავმუხტო, მაგრამ რამდენად მდგრადია, ცალმხრივი სიყვარული?
მაშინ როცა ჩემს შექებაზე-კარგი ბიჭი ხარ, თავად დააყოლებენ - მაგრამ სომეხი!!!! მახსოვს პირველად ამ ოთხი წლის წინ, პირველად რომ გავიგონე ეს რეპლიკა, კინაღამ ისტერიკა დამემართა! სად გაიგონეს, ვინ უთხრა,რატომ უთხრა? და მაშინ ავკრძალე რაღაც მექანიზმებით ამ რეპლიკის გაჟღერება...მაგრამ ამ აკრძალვით რამე შეიცვალა სრულიად ქართულ საზოგადოებაში ? არა, რა თქმა უნდა!
ინტეგრირებაო, ვიძახით, ამ ჩემი ქართველ სომხებზე მეტად, ჩემს ქართველ ქართველებს სჭირდება ინტეგრაცია ამ ადამიანებთან! განათლება გვჭირდება,ერთმანეთის გაცნობა და შეყვარება გვჭირდება!
სწორედ ამ ტოლერანტული, ნაციონალური სიჭრელითაა შექმნილი თბილისი და სწორედაც ამიტომ არის ასეთი ლამაზი და თბილი.
ძალიან ლამაზი და თბილია,გაყინულ ზამთარშიც კი, ჩვენი ჯავახეთი,მხოლოდ სიყვარული აკლია, ქართველისა და ქართული სახელმწიფოს სიყვარული!
სწორედ ამ სიყვარულს ვუსურვებ ჩემს მეთორმეტეკლასელებს! მინდა ვუსურვო ეგრძნოთ სამშობლო, საქართველო ! შეუყვარდეთ იგი , ისე , როგორც საკუთარი სოფელი, ღრუბლებში დაკარგული ალასტანი უყვართ! შეუყვარდეს ისინი საქართველოს ისე, როგორც თამარს უყვარდა ეს საუცხოო მხარე!
წარმატებები ჩემო მშრომელო, ჯიუტო და სიცოცხლის ხალისით სავსე მოსწავლეებო <3

პედაგოგთა მოვალეობები გარე დაკვირვებისას – რა? როგორ? რატომ?
გარე დაკვირვება პედაგოგთა საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. გარე დაკვირვებას, რომელსაც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ჩაატარებს 5 კრედიტი ენიჭება. ეს ხუთი კრედიტი, დანარჩენ 14 კრედიტთან ერთად, ,,უფროსი მასწავლებლის” საფეხურზე მყოფ პედაგოგს კატეგორიის შენარჩუნებაში დაეხმარება.
მოქმედი მასწავლებლების განაწილება სქემაში აგვისტო-სექტემბერში განხორციელდება. Aris.ge-განათლებადაინტერესდა, როგორი იქნება გარე დაკვირვება პრაქტიკაში? რა ევალებათ პედაგოგებს, რაზე მუშაობს ამ ეტაპზე შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი და რას დაპირდა მაია მიმინოშვილის უწყება იმ პედაგოგებს, რომლებმაც საცდელი ვიდეო გაკვეთილები უკვე ჩაწერეს.
რატომ ვიდეოგაკვეთილი?
მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ გარე დაკვირვებას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ჩაატარებდა, ნაეკის ხელმძღვანელობამ დაკვირვების ორი მოდელი განიხილა – დამკვირვებელი და ვიდეო გაკვეთილი. არჩევანი ვიდეოგაკვეთილზე შეჩერდა.
,,მარტივი ფსიქოლოგიაა, როდესაც ადამიანს აკვირდებიან, ის ქცევას ცვლის. ჩვენ შევჩერდით ვიდეოგაკვეთილებზე, გაკვეთილის ჩაწერის მოდელზე, ანუ დამკვირვებელი აღარ მივა სკოლაში გაკვეთილის სანახავად. მასწავლებლები თავად ჩაწერენ საკუთარ გაკვეთილებს და პირდაპირ გამოგვიგზავნიან. დამკვირვებლის მიერ მასალის შეფასებას გარკვეული დისკომფორიტი ახლავს. პედაგოგს აღარ ექნება განცდა, რომ მის გაკვეთილზე უცხო პირი ზის, ამოწმებს და ჩანაწერებს აკეთებს. ვიდეოგაკვეთილს პედაგოგი თვითონ წერს. თვითონ წყვეტს როდის, რომელ გაკვეთილზე გააკეთოს ჩანაწერი. მერე ჩანაწერს ნახულობს, შეუძლია, სხვა პედაგოგსაც აჩვენოს და მხოლოდ მას შემდეგ გადმოგვიგზავნოს, რაც მიიღებს გადაწყვეტილებას კარგია თუ არა მისი ვიდეო. პედაგოგს შეუძლია, ვიდეოგაკვეთილი ყოველდღე ჩაწეროს, სანამ არ მიეჩვევა კამერას და ტექნიკას არ გაუშინაურდება. ამიტომაც, დაძაბულობის მომენტი მოეხსნება,”- ამბობს მაია მიმინოშვილი. მისივე თქმით, გარე დაკვირვების მიზანი არ არის იმის მტკიცება, რომ ესა თუ ის მასწავლებელი ყველა გაკვეთილს კარგად ატარებს. გარე დაკვირვებით ნაეკი ეცდება დაამტკიცოს – შეუძლია თუ არა პედაგოგს კარგი გაკვეთილის ჩატარება.
ვიდეოგაკვეთილების ტექნიკური მხარე
როგორც ნაეკში აცხადებენ, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო პასუხიმგებელია, რომ ყველა სკოლაში მოაწყოს ერთი აუდიტორია მაინც, რომელიც აღჭურვილი იქნება შესაბამისი ტექნიკით – მინიმუმ ორი კამერითა და შესაბამისი მიკროფინებით. რაც შეეხება ასატვირთ სივრცეს, სადაც პედაგოგებმა თავიანთი ვიდეოგაკვეთილები უნდა გააგზავნონ ჯერ შექმნილი არ არის. თუმცა, როგორც ექსეპრტები ამბობენ, ეს უნდა იყო ,,YOUTUBE”-ის მსგავსი სივრცე, სადაც პედაგოგს შეეძლება თავად ატვირთოს ვიდეო. მსგავსი ვებ-სივრცე ,,ამაზონს” აქვს და მილიონ დოლარზე მეტი ღირს. მიმინოშვილს თქმით, გარე დაკვირვების პროცედურა საკამოდ დიდი ხარჯებთან არის დაკავშირებული და ამიტომ მან აუცილებლად უნდა გაამართლოს.
რით მოწმდებიან მასწავლებლები -რა არის რუბრიკა?
გარე დაკვირვება აქართველოში ჯერ აპრობირებული მეთოდი არ არის. ამიტომაც, ნაეკს საქართველოსთვის ერთგვარი „ახალი ველოსიპედის” გამოგონება დასჭირდა. უნდა განისაზღვროს რის საფუძველზე მოხდება იმის მტკიცება, კარგია თუ არა ესა თუ ის ვიდეოგაკვეთილი?! ნაეკი ამ ეტაპზე ვიდეოგაკვეთილის შეფასების სქემაზე – რუბრიკაზე მუშაობს. პირველ წელს თავად რუბრიკამაც უნდა გაიაროს პილოტირების რეჟიმი. დამუშავების პირველ ეტაპზე რუბრიკა ასკითხვიანი იყო და მასში გაწერილი იყო ის პრინციპები, რასაც კარგი გაკვეთილის ჩამტარებელი მასწავლებელი უნდა აკმაყოფილებდეს. ამ ეტაპზე მიმდინარეობს კითხვარის დახვეწა. როგორც ნაეკში აცხადებენ, რუბრიკა არ ცდება მასწავლებელთა პროფესიულ სტანარტებს.
ვინ ეხმარება ნაეკს რუბრიკის შედგენაში
,,ჩვენც უნდა გვესწავლა რუბრიკის შემუშავება. დავიწყეთ არსებული ვიდეოგაკვეთილების შესწავლა, თუმცა, ამერიკაში ჩატარებული გაკვეთილი ქართველი პედაგოგის შესამოწმებლად არ გამოგვადგებოდა. ამიტომაც, ვთხოვეთ მოხალისე პედაგოგებს, რომ გაკვეთილები ჩაეწერათ და მოეწოდებინათ ჩვენთვის. მათი ვიდეომასალა ანონიმურია. ჩვენი ჯგუფი ამ მასალებს ნახულობს და რუბრიკის დახვეწა მიმდინარეობს. თავიდან ვფიქრობდიით, რომ მოახლისე პედაგოგები არ გამოჩდნებოდნენ, თუმცა შევცდით, უამრავი ვიდეოგაკვეთილი დაგვიგროვდა. ახლა პრობლემა მხოლოდ ისაა, რომ ყველა მათგანს უკუკავშირს დავპირდით და ყველას უნდა დავუბრუნოთ პასუხი – რა მოგვეწონა და რა არის შესაცვლელი მათ გაკვეთილში“,- აცხადებს მაია მიმინოშვილი.
რა ფასდება ვიდეოგაკვეთილით?
გარე დაკვირვების დროს, გაკვეთილის შინაარსობრივ მხარეზე არ კეთდება აქცენტი. შინაარსობრივი მხარის შემოწმება შიდა შეფასების პრეროგატივაა. როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის წარმომადგენელი ირინა ჟვანია აცხადებს, ამ ეტაპზე რუბრიკის ერთი მოდელი არსებობს, რომელიც 4 დომენს ემყარება.
„დაგეგმვა, სასწავლო გარემო, სწავლება და პროფესიული პასუხისმგებლობა. აქედან დაკვირვებადია სასწავლო გარემო და სწავლების მნიშვნელობა. ეს ორი სფერო, თავის მხრივ, ჩაშლილი იქნება კომპონენტებად. ფიზიკურ გარემოზე პედაგოგი პასუხიმგებლობას ვერ აიღებს, ვერც სასწავლო რესურსებზეც იქნება პასუხიმგებელი. თუმცა, შეფასდება იმის მიხედვით, თუ რამდენად ადეკვატურად იყენებს იმ რესურსებს, რომელიც მის ხელთ არის. გავითვალისწინებთ რამდენად სწორად იყენებენ სტრატეგიებს. შეფასება 4 დონიანია – ამ დონეების გავლის შემდეგ გვეცოდინება, რა დონეზეა პედაგოგი. პირველი დონის პედაგოგი კრედიტს ვერ აიღებს. მეორე, მესამე და მეოთხე დონის შემთხვევაში კრედიტი მიენიჭებათ, თუმცა კრედიტები არ ჩაიშლება იმის მიხედვით, მეოთხე დონე დაიკავა მასწავლებელმა, თუ მეორე. ანუ პედაგოგი გარე დაკვირვების შედეგად იღებს ნოლ კრედიტს, ან ხუთს,”-აცხადებს ირინა ჟვანია.
დამატებითი დოკუმენტები
ვიდეოგაკვეთილებთან ერთად პედაგოგებს ნაეკისთვის კიდევ ორი დოკუმენტის გაგზავნა მოუწევთ – გაკვეთილის გეგმისა და რეფლექსიის დოკუმენტის. თუმცა ეს ორი დოკუმენტი ცალკე არ ფასდება და ქულა სამივე მასალის ერთობლიობით გამოითვლება.
ვინ და როგორ უნდა შეაფასოს ვიდეოგაკვეთილი?
ვიდეოგაკვეთილებს პირველ ეტაპზე საგნის სპეციალისტები – სერტიფიცირებული პედაგოგები და განათლების საკითხების ექსპერტები შეაფასებენ. იგეგმება ინტენსიური ტერნინგკურსის ჩატარებაც, რომელიც შემფასებლებისთვის რუბრიკის გაცნობას და რეკომენდაციების მიცემას ემსახურება. თითო ვიდეოგაკვეთილს ორი პირი შეამოწმებს, განსხვავებული შეფასების შემთხვევაში კი პროცესში მესამე შემმოწმებელიც ჩაერთვება.
აპელაციის პროცესი?
ერთ-ერთი მიზეზი რატომაც არჩევანი ვიდეოგაკვეთილზე შეჩერდა და არა დამკვირვებელზე, სწორედ აპელაციის პროცესს უკავშირდება.
,,რომ არა ვიდეოგაკვეთილი – გვექნებოდა მხოლოდ დოკუმენტი, რომელიც შევსებული იქნებოდა დამკვირვებლის მიერ. ეს პედაგოგს აპელაციის შესაძლებლობას ართმევდა. ახლა, პედაგოგს ხელში აქვს ვიდეო. თუ მას შეფასება არ მოეწონა, შეუძლია, რომ გაასაჩივროს საქალაქო სასამართლოში. სასამართლო, თავის მხრივ, დამოუკიდებელ ექსპერტებს დაიქირავებს,”- განმარტავს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე ივა მინდაძე.
რჩევა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრისგან
კიდევ ერთი დეტალი – თუ პედაგოგმა პირველივე ვიდეოგაკვეთილის გაგზავნის შემდეგ ხუთი კრედიტი ვერ მოიპოვა, სპეციალისტები ურჩევენ მათ, ახალი ვიდეოგაკვეთილი შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს მეორე დღესვე არ გადაუგზავნონ. გარე დაკვირვების გასავლელად ვიდეომასალის ნაეკისთვის გაცნობის შესაძლებლობა მასწავლებლებს წელიწაში ორჯერ ექნებათ.
ეკა არის© წივწივაძე
среда, 20 мая 2015 г.
საიდან შედეგი?
ამ ბოლო დროს ძალიან ბევრს ვფიქრობ ჩემი მუშაობის სტილზე, სტრატეგიაზე, მეთოდიკაზე.
სამართლიანობა მოითხოვს ვთქვა, რომ ყოველტვის ვიყავი უსისტემო მასწავლებელი, უფრო სწორად ვერასდროს ვერ ვჯდებოდი,რაღაც სისტემებში და სქემებძში.უბრალოდ,ყოველთვის ვთვლიდი,რომ მქონდა ჩემი სტილი და სტრატეგია,ჩემი სტილი და სტრატეგია, და ჩემი მიზანი იყო მოსწავლეს ეგრძნო, გაეგო და ესწავლა ის, რასაც მე ვაზლევდი, სწორედ ამ თანმიმდევრობით...როგორ და რა მეთოდებით ამაზე ძალიან იშვიათად ვფიქრობდი წინასწარ( ვერ ბიტყვი,რომ არ ვფიქრობდი საერთოდ,მაგრამ ძალიან იშვიათად)ძალიან ხშირად, უმეტეს შემთხვევაში ყველა მეთოდი და აქტივობა მოდიოდა პროცესში,ინტუიციურად! ვიცი მასწავლებლების უმრავლესობა და განსაკუთრებით ჩემი ყველაზე ახლო და ჭკვიანი მეგობარი კოლეგები დამიწუნებენ,, მიწუნებენ.კიდეც ამ მიდგომას.სწორედ მათთან კონსულტაციის შემდეგ დამეწყო ეს თვითკრიტიკისადა თვითგვემის ტალღა.
მე ბევრ რამეს ვაკეთებ არა ისე, როგორც საჭიროა,,უფრო მეტიც ნებისმიერი ექსპერტი და მონიტორინგი დამიწუნებს იმ გაკვეთილს, რომელსაც მე ყოველდღე ვატარებ.სხვა საქმეა, რომ მე მათთვის გავაკეთებ ისეთ გაკვეთილს, როგორის ნახვაც მათ უნდათ და საყვედურიც არ იქნება)..
ამიტომ გამიჩნდა აბსოლუტურად ლეგიტიმური შეკითხვა ჩემი თავისადმი-თუკი მე ყველაფერს ასე ცუდად და არასწორად ვაკეთებ,მაშინ საიდან ის შედეგი რაც მაქვს,უფრო სწორად, რაც ჩემს მოსწავლეებს აქვთ?
თუმცა აქვე მინდა აღვნიშნო,ქართულ სკოლაში რომ ვმუშაობდე ამ ყოველივეს პრობლემად არ ჩავთვლიდი რადგან იქ ყველაფერი ზუსტად მექნებოდა მორგებული მეთოდიც და აქტივობაც. ბავშვებზეც და მიზანზეც.მაგრამ აქ , არაქართულენოვან სკოლაში მივხვდი, რომ მე ისევე ვაგრძელებ მუშაობას, როგორც ქართულ სკოლაში,ანუ ვასწავლი იმ ტექსტებს , იმ მასალას(და იმის იქეთაც ძალიან ბევრ რამეს) რაც სახელმძღვანელოშია და გამოდის რომ ქართულს კი არ ვასწავლი არამედ შემომესწავლება!ანუ აქცენტირებას ქართულისსწავლებაზე ცალკე განყენებულად არ ვახდენ,ანუ ჩემი მიზანი გაკვეთილზე ვერ კონკრეტდება მიზნამდე-წაიკითხავენ ტექსტს,ისწავლიან გარკვეულ შესიტყვებებს,ისწავლიან მიცემით ბრუნვას, შეძლებენ მიცემითისა და ნათესაობოთის განსხვავებას,შეძლებენ ზმნის უწყვეტელში გადაყვანას.
ჩემი მიზნები ისევ გლობალური რჩება- იგრძნონ, გაიგონ , ისწავლონ!
და როგორც მეუბნებიან ეს არასწორია,ეს შეცდომაა! მაშინ საიდან შედეგი?
თუ მე ვასწავლი ფიროსმანს,დალის და და ვინჩის , მარტო ის ტექსტი კი არ უნდა გავარჩიოთ რაც ტექსტშია, არამედ უნდა მოვიძიოთ უამრავი სხვადასხვა ინფორმაცია, დავათვალიეროთ და ვიგგრძნოთ მათი სურათები გამოვხატოთ საკუთარი ემოციები ნანახის მიმართ თუნდაც არაქართულად, მეც გავუზიარო ჩემი შთაბეჭდილებები, მოვანდომო მუზეუმებში წასვლა და ორიგინალი ნახატების ნახვა,თუ პატარა უფლისწულს და შვლის ნუკრის ნაამბობს ვასწავლი ჩემთვის მთავარია, იგრძნონ,, უთანაგრძნონ და საკუთარი პოზიცია და დამოკიდებულება გამოხატონ... სწორედ ამიტომ მივედი დასკვნამდე რომ მე არ ვასწავლი ჩემს მოსწავლეებს ქართულს, მე მათ სხვა რამეებს ვასწავლი, ქართული უბრალოდ ჩვენი კომუნიკაციის საშუალებაა! და სწორედ ეს არის არასწორი!
მაგრამ შედეგი?
როცა კარგი ინტერნეტი მექნება ამ შედეგებსაც ავტვირთავ

вторник, 12 мая 2015 г.
წინ გამოცდებისკენ!
წინ გამოცდებია! მხოლოდ ერთ კვირა დარჩა! მაგრამ მეთორმეტე კლასი საერთოდ არ არის მზად გამოცდისთვის! მართალია ჩვენ გამოცდისთვის არ ვამზადებთ , მაგრამ გამოცდით განისაზღვრება რა იციან და რა არა, რა ვასწავლეთ და რა ვერ ვასწავლეთ! ამიტომ წლევანდელი მეთორმეტე გამოაჩენს , რომ არაფერი მისწავლია მათთვის მიუხედავად იმისა რომ 4 წელი ვასწავლი მათ ქართულს ! ძალიან სხვადასხვა დონის ბავშვები არიან, ამიტომ გამოცდაზე იქნება 10იც და იქნება 5ზე ნაკლები ქულებიც! რა ეშველებათ არ ვიცი!
თუმცა , ვცდილობ ტესტების სისტემა და ტესტებზე მუშაობა ვასწავლო(ამას ვაკეთებთ 4 წელია) არ ვიცი რას იზამენ! თუმცა შარშან ამ კლასის მოსწავლემ ქართული 10ზე ჩააბარა! წესით, 2 10იანი წელსაც უნდა მქონდეს, მაგრამ 4 ზე ნაკლები 2 ნამდვილად იქნება, მეტი თუ არა.

понедельник, 11 мая 2015 г.
ახლო პერსპექტივა
ეროვნულ სასწავლო გეგმაში მითითებულია რომ მაღალი კლასების არაქართველ მოსწავლეებს უნდა შეეძლოთ ქართული გადაცემებისა და ფილმების ყურება და გაგება. ეს ძალიან საინტერესო შედეგია, რომელზე გასვლაც ნამდვილად მომიტანს შედეგს! მე მყავდა ორი მოსწავლე, რომელთაც არანაირი სხვა შეხება ქართულთან გარდა სკოლისა და ტელევიზიისა არ ჰქონდათ და მათ ყველაზე კარგად იცოდნენ ქართული! იქნებ მართლა სჯობს რომ თუნდაც ერთი დღე დავუთმოთ ქართული გადაცემის ან ფილმის ნახვის პროვოცირებას.. პროვოცირებას იმიტომ , რომ გაკვეთილზე ამ ყველაფერს ჩვენ ვერ მოვასწრებთ, სახლში კი ინტერნეტით ყველა სარგებლობს და ინტერნეტით შეძლებენ გაკვეთილზე დაწყებული საქმის გაგრძელებას. შემდეგ გაკვეთილებზე კი შეიძლება ნანახის გაგება გააზრებაზე მუშაობა. თუმცა, რომ მქონდეს სკოლაში კაბინეტი და კაბინეტში ქართული ტელევიზია სულ სხვანაირად, უფრო ორგანიზებულად იქნებოდა შესაძლებელი ამ პროცესის წარმართვა.
მართალია უკვე ვდგამთ პატარ-პატარა ნაბიჯებს ამ მიმართულებით ,სიმღერაზე და რეკლამის ვიდეოზე მუშაობამ საკმაოდ საინტერესო შედეგი გამოიღო. მხედველობაში მაქვს ის რომ თავად კლასში მუშაობის პროცესი საინტერესოა..იგი გარკვეული სახის სეჯიბრად იქცა! ყველა ცდილობს,რაც შეიძლება მეტი სიტყვა გაიგონოს, გაიაზროს და ჩაიწეროს.ასე მეჩვენება , რომ ბავშვები განთავისუფლდნენ რაღაცნაირად,შებოჭილები არც მანამდე იყვნენ , მაგრამ ეს სხვა ხარისიხის თავისუფლებაა.
გამოსახულებებთან ერთად უფრო იოლი ხდება სიტყვების გამოცნობა, ეჩვევიან სწრაფი მეტყველების მოსმენას და აღქმას. მართალია ეს პროცესი, ეს აქტივობები, მხოლოდ მეორე კვირაა რაც აქტიურად შემოიჭრა ჩვენს გაკვეთილებზე, მაგრამ მაინც შესამჩნევია შედეგის მიღწევისაკენ მიმართული ძალისხმევა.

воскресенье, 10 мая 2015 г.
ამ კვირის გაკვეთილების თემა -"ჩემი წიგნი"
რეკლამის "ჩემი წიგნი პირველზე"
1 დღე- ნახვა მოსმენა,გაგება,გააზრება
2დღე- მოსმენა,წერა
3დღე-კითხვა
4დღე-ლაპარაკი-"ერთი წუთი ბლოგზე"ერთწუთიანი გამოსვლა კამერის წინ.
რა თქმა უნდა აღვნიშნე, მხოლოდ დომინანტი აქტივობები,ყველა გაკვეთილზე იქნება ლაპარაკის ელემენტები,გაგება-გააზრებაზე მუშაობა და წერის სტრატეგიების გამოყენება,
კონკრეტულად რა და როგორ იქნება გამოყენებული კონკრეტულ კლასში,რეფლექსიაში დავწერ.

დღევანდელი გაკვეთილების მიზნები და ინდიკატორები
დღეს ისევ მოსმენის გაკვეთილები მექნება; აი ჩემი გაკვეთილების მიზნები
მოსმენა
- განსაზღვრავს რეპორტაჟის მიზანს, თემას;
- იგებს ძირითად შინაარსს;
- განარჩევს მთავარ და არამთავარ საკითხებს;
- ამოკრებს ფაქტობრივ ინფორმაციას (ვინ, რა, სად, როდის, რამდენი, რომელი, როგორი და სხვა);
- ა
- მოვლენებს შორის ამოიცნობს მიზეზ-შედეგობრივ კავშირებს;
- გამოაქვს დასკვნა მთლიანი ტექსტის გააზრების საფუძველზე.
ქ.მ.VIII.2.
მოსწავლეს შეუძლია საინფორმაციო გადაცემების, ჩანაწერების (რადიო/ტელეპროგრამა, ამინდის პროგნოზი, ახალი ამბები და სხვა) ქართულ ენაზე მოსმენა და გაგება.
- ამოიცნობს ტექსტის თემას/მიზანს;
- ა
- ამოკრებს მისთვის საინტერესო ინფორმაციას (დღე, საათი, ადგილი, ანგარიში);
- გამოაქვს დასკვნა
.
- ამოიცნობს სხვადასხვა ფუნქციური სტილისათვის დამახასიათებელ ძირითად ნიშნებსა და სინტაქსურ კონსტრუქციებს (მაგ., პუბლიცIჩთური სტილისათვის -მსმენელებისადმი უშუალო მიმართვები, კითხვისა და ძახილის წინადადებების ხშირი ხმარება, ძირითადად მარტივი ენობრივი კონსტრუქციების გამოყენება და სხვა);
- ინტონაციით განასხვავებს სათქმელის მოდალობას (შეკითხვა, თხოვნა, მოთხოვნა და სხვა);
- ამოიცნობს შეფასება/დამოკიდებულების გამომხატველ სიტყვებსა და ენობრივ ფორმულებს და მათზე დაყრდნობით განარჩევს ფაქტს ვარაუდისაგან / დამოკიდებულებისაგან;
- ამოიცნობს შეფასების (დამოკიდებულების) გამომხატველ სიტყვებს, სიტყვათშეხამებებს.
მოსმენის სტრატეგიები
ქ.მ.VIII.5.
მოსწავლეს შეუძლია მოსასმენი ამოცანების ეფექტურად გადაჭრის ხელშესაწყობად და მოსმენის უნარის გასაუმჯობესებლად სათანადო სტრატეგიების გამოყენება.
- ცოცხალი მეტყველების/ჩანაწერის მოსმენისას იშველიებს არავერბალურ ელემენტებს (ინტონაცია, ჟესტიკულაცია, ხმის მოდულაცია - ტემპი, სიმაღლე, ხმის ტემბრი, ილუსტრაცია, სქემა);
- ამოიცნობს უცნობი სიტყვების, გამოთქმების მნიშვნელობას ნაცნობ ელემენტებზე დაყრდნობით (საკომუნიკაციო სიტუაცია, კონტექსტი, სიტყვის ფუძე და სხვა);
- სათაურის, ილუსტრაციების საფუძველზე გამოთქვამს ვარაუდს ტექსტის შინაარსის შესახებ;
- ინიშნავს უცნობ სიტყვებს მათი მნიშვნელობის გასარკვევად;
- მიზნის შესაბამისად ცვლის მოსმენის სტრატეგიას: ზოგადი შინაარსის გასაგებად ეყრდნობა ნაცნობ სიტყვებს, არავერბალურ ელემენტებს და ამოიცნობს საკომუნიკაციო სიტუაციას, კონტექსტს, სასაუბრო თემას;
- .
пятница, 8 мая 2015 г.
ეს კვირა საკმაოდ საინტერესო და ნაყოფიერი აღმოჩნდა. ჩემმა ახალმა აქტივობამ გაამართლა. ნახევარი სკოლა ქართულად ამღერდა...
უფრო სერიოზული და პრაგმატული ანალიზი რომ გავაკეთო ეს კვირა ასე გამოიყურებოდა- 1.გავიარეთ მოსმენის აქტივობა, ანუ შევეცადე ჩვენთვის უცხო ტექსტიდან, არა მასწავლებლის საუბრიდან ამოგვეცნო და სწორად დაგვეწერა სიტყვები.ამისთვის მოსწავლეებს ჰქონდათ დარიგებული სიმღერის ტექსტი გამოტოვებული სიტყვებით ,გამოტოვებული იყო 30 სიტყვაზე მეტი,რასაც მოსწავლეებმა მეტ-ნაკლები წარმატებით გაართვეს თავი.ამ აქტივობას დავუთმე თითო გაკვეთილი თითო კლასში! შემდეგ დღეს ვიმუშავეთ გაგება გააზრებაზე, ავხსენით მოსწავლეებისტვის გაუგებარი სიტყვები და გამოთქმები,(ათიოდამდე იყო ასეთი),ამ სამუშაომაც ერთი მთლიანი გაკვეთილი წაიღო! შემდეგ ეტაპზე კი ვიმუშავეთ ტექსტის სწორად კითხვაში,გავასწორეთ შეცდომები, რომლებიც კითხვისას ფიქსირდებიდა,მონაცცვლეობით ვუსმენდით სიმღერას და ვცდილობდით მუსიკის რიტმში ჩაგვესვა ტექსტი! ამასაც, რა თქმა უნდა, დასჭირდა ერთი გაკვეთილი! შემდეგ გაკვეთილზე კი გვქონდა კონცერტი-სოლო, დუეტი, ანსამბლი-ყველა ვარიაცია შესრულდა სიმღერისა "გაიღვიძა ბუნებამ".
რა მოგვიტანა ამ გაკვეთილებმა- გადადგეს პირველი ნაბიჯები ქართულად ,არა მასწავლებლის მიერ,გაჟღერებულ ტექსტში სიტყვების ამოცნობის გზაზე.მათ ჩემი ესმით და ჩემს ქართულს ხვდებიან , მაგრამ სხვისას (ბაკალავრების ან ნებისმიერი უცხო ქართველის)ვერ ხვდებიან, ამიტომ ამ გზით მუშაობა გასააქტიურებელია.მოსწავლეებს , პრონციპში პირველად მოუხდათ ტროპულ მეტყველებასთან შეხვედრა და მოუხდათ მისი გაგება და გააზრება.პრინციპში პირველად მოუხდათ ქართულ სიმღერასთან შეხვედრა,თუ არ ჩავთვლით სადღაც მარშრუტკაში მოსმენილ მაყვალას! მოეწონათ და მთელი ეს სწავლების პროცესი მიდიოდა ძალიან ხალისიანად და ინტერესით.და ყველაზე მთავარი! ტექსტი წამიკითხეს და მიმღერეს ისეთმა მოსწავლეებმაც, რომლებსაც აქამდე, ფაქტიურად არაფერი უკეთებიათ!
მე ძალიან კმაყოფილი ვარ, ბავშვებიც კმაყოფილები არიან იმით რომ ასე სიმღერ -სიმღერით ბევრი რამ ისწავლეს და შესძლეს!
მაგრამ არ მასვენებს ერთი კითხვა-ახლა მე ეს გაკვეთილები წინასწარ რომ არ მქონდა დაგეგმილი,უფრო სწორად გეგმები გაწერილი,ესგს მიზნები ჩამოწერილი,წუთები და წამები მიწერილი, თითო გაკვეთილი რომ გაკვეთილის თითო ფაზას ემსახურებოდა,ამიტომ ეს გაკვეთილები გამოვიდა ცუდი, უინტერესო და უშედეგო?
მე აქვე შემიძლია ესგს მიზნები და შედეგის ინდიკატორები ჩამოვწერო რასაც მივაღწიე ამ გაკვეთილებზე, მაგერამ ნებისმიერი მონიტორინგი შიდა თუ გარე დამკვირვებელი, რომელიც ჩემს გაკვეთილებს დააკვირდება წინასწარ გამზადული დაკვირვების ცხრილით, ხომ მეტყვის რომ ჩემი გაკვეთილი არ პასუხოდა გაკვეთილის გეგმის სტანდარტულ გეგმას!
ამიტომ ჩემთვის, განათლების რეფორმია ამ გრძელ და არაპროგნოზირებად გზაზე ყველაზე მეტად მისაღები იყო ის ეტაპი როცა მასწავლებელს მისცეს სრული თავისუფლება -ასწავლე, როგორც გინდა, მთავარია მიაღწიო მიზანს! აი ეს მიდგომა არის ჩემი!
თუმცა მე არ მინდა ვინმემ ისე გამიგოს, რომ მე საერთოდ წინააღმდეგი ვარ გეგმებისა! მე ვიცნობ ძალიან გამოცდილ და ძალიან კარგ მასწავლებლებს ძალიან კარგი შედეგით, რომლებიც დღემდე, 30 წელზე მეტია წერენ ყოველდღიურ გეგმებს! ეს არის მათი მუშაობის სტილი და მე ყოველთვის აღფრთოვანებული ვიავი მათი ასეთ უზარმაზარი პასუხისმგებლობის გრძნობით ყოველი გაკვეთილისადმი. მათ რომ უთხრა ნუღარ დაწერთ გაკვეთილის გეგმასო ისინი მაინც დაწერენ და მაინც ისე იმუშავებენ როგორც აქამდე მუშაობდნენ, ამიტომ რა ისინი ცუდი მასწავლებლები გახდებიან? არა, რა თქმა უნდა! გარდა ამისა გაკვეთილის გეგმაზე მუსაობა აუცილებლად სჭირდება დამწყებ მასწავლებელს, რომელსაც ჯერ კიდევ წინ აქვს გაკვეთილის ყველა ნიუანსის გაგება და გააზრება!
მაგრამ არც ისეთი მასწავლებლები ვართ ცოტანი ვინც არ წერს გაკვეთილის გეგმას და ამით მისი გაკვეთილს ნამდვილად ვერ დავარქმევთ უშედეგოს დ ამის მოსწავლეებზე ვერ ვიტყვით ,რომ ამ მასწავლებლის საგანი არ იციანო. ამიტომ მოგვეცით თავისუფლება და დაგვრთეთ ნება ვიმუშაოთ ისე , როგორც ჩვენ გვიადვილდება სწორედაც ესგს მიერ მოთხოვნილი შედეგების მიღწევა!

среда, 6 мая 2015 г.
მერვე კლასის სტანდარტი
ქართული ენა როგორც მეორე ენა
მოსმენა
მოსმენის სტრატეგიები
კითხვა
ქ.მ. VIII. 6.
მოსწავლეს შეუძლია სასწავლო მიზნით ადაპტირებული სხვადასხვა სახის არამხატვრული ტექსტის გაგება და გაანალიზება.
ქ.მ.VIII.7.
მოსწავლეს შეუძლია არამხატვრული ტექსტის სტრუქტურული და ენობრივი მახასიათებლების მიხედვით გაანალიზება.
ქ.მ.VIII.9.
მოსწავლეს შეუძლია მხატვრული ტექსტის სტრუქტურული და ენობრივი მახასიათებლების მიხედვით გაანალიზება.
წერა
ლაპარაკი
ქ.მ.VIII.18.
მოსწავლეს შეუძლია მონაწილეობის მიღება მარტივ საკლასო დისკუსიებში წინასწარ მომზადებულ მისთვის აქტუალურ საკითხებზე.
ქ.მ.VIII.19.
მოსწავლეს შეუძლია თავისუფლად საუბარი მისთვის საინტერესო/ სასურველ თემებზე (საყვარელი გადაცემა/წიგნი/მუსიკა/ მოგზაურობა და სხვა).
ქ.მ.VIII.21.
მოსწავლეს შეუძლია გამოიყენოს სათანადო სტრატეგიები სამეტყველო ამოცანების ეფექტურად გადაჭრის ხელშესაწყობად და ზეპირი მეტყველების უნარის გასაუმჯობესებლად.
ქ.მ.VIII.23.
მოსწავლეს შეუძლია მასწავლებლის დახმარებით განჭვრიტოს შესასრულებელი დავალების მოთხოვნები.
ქ.მ.VIII.24.
მოსწავლეს წარმატებული სწავლების უზრუნველსაყოფად გამომუშავებული აქვს სტრატეგიული უნარები.
Подписаться на:
Сообщения (Atom)