დღეს მერვე კლასში სუნთქვა შემეკრა ჩემი მოსწავლეების მიერ გაკეთებულ დავალებებს რომ ვუსმენდი! ასე მეგონა გული გამიჩერდებოდა სიხარულისგან!
ისეთი რთულ დავალებას ისე გაართვეს თავი რომ მოულოდნელობისგან და სიხარულისგან მადლობებად და ქებად დავიღვარე! და ყველაზე საინტერესო რა არის იცით? ჩემი მერვე კლასელები არ ელოდებიან ჩემგან ნიშნებს, არ კითხულობენ რა მიიღეს რას ვუწერ , იმიტომ რომ იციან რომ მე მახარებენ.. და ეს სიხარული მათაც ახარებთ.
საკმაოდ რთულ ვიდეოზე ვმუშაობდით გასულ კვირას და დავალებად ჰქონდათ მიცემული უკვე ამოწერილი და დამუშავებული სიტყვებისაგან და ფრაზებისაგან გაემთლიანებიათ ტექსი.დღეს ისეთი ტექსტები მომიტანეს გადავირიე. პირველმა როცა დაიწყო კითხვა, ვიგრძენი, რომ ვიდეოს ტექსტს აბსოლუტურად ზუსტად მიყვება, მართალია შეცდომებით, მაგრამ მიყვება... უცებ გავაჩერე და ვეკითხები-თქვენ რა, ეს ტექსტი ინტერნეტში მოძებნეეეეეთ? დიახო , მიპასუხეს. ანუ მოძებნეს აბსოლუტურად ნეიტრალური ვიდეო იუტუბზე და ამ ვიდეოზე ძირფესვიანად იმუშავეს, მეორე მოსწავლის ტექსტი არ იყო ზუსტი გამეორება( ეს არც მინდოდა და არც ასეთი დავალება ჰქონდათ) სამაგიეროდ ტექსტში უკვე გამოჩნდა საკუთარი წინადადებები, მესამეს საოცრად სწორად ჰქონდა აგებული წინადადებები, მეოთხეს კი თითქმის უნაკლო ნამუშევარი ჰქონდა! მთლიანი ტექსტის რეკონსტრუქციის მცდელობა მხოლოდ ერთ მოსწავლეს ჰქონდა დანარჩენებს საკუთარი წინადადებებით ჰქონდათ გადმოცემული ტექსტის შინაარსი! ძალიან გამახარეს ! ზუსტად იციან რაზეა ტექსტი და სწორადაც გამცეს კითხვებზე პასუხები!

Комментариев нет:
Отправить комментарий