воскресенье, 7 июня 2015 г.

მალალა.ორგ














განათლების უფლების მხარდასაჭერად გოგონა გამოსაშვებ საღამოზე ფურცლებისგან "შეკერილი" კაბით მივიდა

როდესაც საქმე გამოსაშვებ საღამოს, სკოლის ბანკეტს ან სხვა ღირშესანიშნავ თარიღს ეხება, არც თუ ისე ბევრი ფიქრობს ზოგადსაკაცობრიობო საკითხებზე, თუმცა ერინ პესლი ნამდვილად გამონაკლისია. მისი კაბა მსოფლიო პრესისა და ორგანიზაციების ყურადღების ქვეშ, სწორედ მისი "ზოგადსაკაცობრიობო მნიშვნელობის" გამო მოექცა.
გოგონამ უარი თქვა რამდენიმე ასეული დოლარის ღირებულების კაბის შეძენაზე და გადაწყვიტა, მათემატიკის საგამოცდო ფურცლებისა და კონსპექტებისგან განსხვავებული მნიშვნელობის მატარებელი კაბა თავად შეექმნა. მასზე წითელი მარკერითა და დიდი ასოებით ეწერა: "მე შევძელი განათლების მიღება, თუმცა ყველა გოგონას ამის უფლება ჯერ კიდევ არ აქვს. Malala.org
მან საკუთარი კაბაზე განსაზღვრული თანხის რაოდენობა, ნობელის პრემიის ლაურეატის, პაკისტანელი აქტივისტის, მალალა იუსუფზაის ფონდში გადარიცხა.
"სკოლის დამთავრება ყველას ცხოვრებაში გამორჩეულ მოვლენას წარმოადგენს. ამ დღისათვის მომზადება რომ დავიწყეთ მივხვდი, უკვე ვალდებულები ვართ მეტი პასუხისმგებლობა ავიღოთ საკუთარ თავზე, მეტად გამოვიყენოთ საკუთარი რესურსები. თუკი ჩემი "კაბით" ვინმეს ამაზე დაფიქრება მოვახერხე, ესეიგი ჩემმა მცდელობამ გაამართლა"- ამბობს ერინი.
USAID-ის მონაცემებით, მსოფლიოს მასშტაბით, 62 მილიონ გოგონას სწავლა მხოლოდ საკუთარი სქესის გამო ეკრძალება. თანამედროვე, განვითარებადი მსოფლიოსთვის კი ეს რიცხვი საკმაოდ ბევრია.
ამ მასალის შეტანას ვაპირებ დღეს გაკვეთილებზე ყველა კლასში. ვნახოთ რა გამომივა.
 ტრენინგზე მოცემული გაკვეთილის გეგმის მიხედვით თუ დავგეგმათ
 პირველი ფაზა ანუ პროვოცირება იქნება სურატები ს ჩვენება და კითხვა როგორი კაბა აცვია გოგოს სად მივიდა თქვენი აზრიტ ამ კაბით... რატომ აცვია ასეთი კაბა თქვენი აზრით>
 ამ აზრების ჩამოწერა შეიძლება დაფაზე
შმდეგ წავაა პრეზენტაცია , ანუ წასაკიტხი მასალის შეტანა..
თუ მოვახერხე და ამოვბეჭდე დავურიგებ ფურცლებს თუ არადა პირდაპირ კომპიუტერიდან წავაკითხებ, ან ჯერ მე წავიკითხავ , რომ მოსმენა გააქტიურდეს. ხო მე წავიკითხავ და დავუსვამ შეკითხვებ იმის დასადგენად რა გაიგეს ამ სტატიიდან.2-3 წუთი ვიმსჯელებთ სტატიის თემის ირგვლივ,სწავლის უფლებაზე, გოგონების დისკრიმინაციაზე. მალალას შესახებ მხოლოდ ის ინფორმაცია, რომელიც მოცემულია სტატიაში
შემდეგ ვკითხულობთ ინდივიდუალურად და აღვნიშნავთ უცხო სიტყვებს. ამის შემდეგ ვმუშაობთ უცხო სიტყვებზე. დაფაზე ჩამიწერილი სიტყვებიდან , რომელტა ამოცნობაც სესაძლებელი იქნება კონტექსტით სევეცდები კონტექსტიტ გაიგონ დ გაარკვიონ , დანარცენს ავუხსნი მე. 
სიტყცვების ახსნის სემდეგ კიდევ წავიკიტხავტ ტექსტს, დავაკონკრეტებთ შეკითხვებს, ზეპირად გავცემტ პასუხებს და შემდეგ მის შემადგენლობას გავაანალიზებთ - სათაური, სკოლის დამთავრების ბანკეტი, უცნაური გადაწყვეტილება, სერიოზული ნაბიჯი,პასუხისმგებლობის ვალდებულება, უსაიდის მონაცემები.
 შვეცდებით ზეპირად გავამთლიანოთ ტექსტი შეკითხვებზე და გეგმაზე დაყრდნობით. 
ბოლოს წერითი დავალება, წერილობით გადმოსცენ წაკითხულისა დამუშავებულის შინაარსი.
ანუ ჩემი მიზანი დრეს იქნება უცხო ავთენტური ტექსტის წაკიტხვა გაგება გაზრება, შინაარსის ზეპირად და წერილობით გადმოცემა 
ესგს და ევროჩარჩოს მოგვიანეით დავაკავშირებ და აქვე მივაწერ
საშინაო დავალებად ექნებატ მალალას შესახებ ინფორმაციის წარმოდგენა 


суббота, 6 июня 2015 г.

პროტესტი

რატომ ვაპროტესტებ გეგმას, როგორც ასეთს? ფორმალიზმის გამო! რადგან თანდათან ვხედავ, რომ გეგმის დაწერაში მთავარი აქცენტი კეთდება(უფრო სწორად გეგმების შემოწმებისას) ფორმალობაზე, რა და როგორ გვიწერია, როგორ არის დაწერილი მიზანი, რომელი დროის ზმნაა გამოყენებული მიზნის ფორმულირებისას, მიზნებში მხოლოდ მიზნებია ჩამოწერილი თუ ინდიკატორებიც, თუ ინდიკატორებიცაა ეს შეცდომაა, ფაზები სწორად არის გადანაწილებული თუ არა?
 რა მნიშვნელობა აქვს ყოველივე ამას, და როგორ შეიძლება ამით განისაზღვროს როგორი იყო გაკვეთილი? მთავარია მე ზუსტად ვიცოდე რა მინდა ამ კონკრეტულ გაკვეთლზე გავაკეთო, როგორ გავაკეთო და რას მივაღწიო და ამას , როგორ დავწერ და საერთოდ დავწერ თუ არა, რა პრინციპული მნიშვნელობა აქვს ?
თუკი მიზანს ვაღწევ, ბავშვები, მუშაობენ, ჩემს სათქმელს ვაგებინებ, თავისას მახვედრებენ, ახალს სწავლობენ და რაც მთავარია! მოსწონთ ჩემი გაკვეთილი, ჩემი საგანი, რა მნიშვნელობა აქვს როგორი ფორმა აქვს გეგმას? გეგმის იდეა ფიქსად ქცევა ფორმალიზმის მაჩვენებელია და ფორმალიზმი შეიწირავს მთავარს -გაკვეთილს!!!!

понедельник, 1 июня 2015 г.

დღევანდელი დავალება

გუშინ გადავათვალიერე გაკვეთილები იუტუბზე! საოცრებები ვნახე, თუმცა იყო მეტად საინტერესო გაკვეთილები, საინტერესო მიგნებებით..მაგრამ ერთმა, არც თუ ისე კარგმა ინგლისურის გაკვთილმა, ერთ კარგ იდეაზე გამიყვანა და დღეს ბავშვებს ეს დავალება მივეცი,...
 მოკლედ ის გაკვეთილი იყო ლონდონზე, მის ღირშესანიშნაობებზე და ა. შ. ამ ყველაფერს ხსნიდა მასწავლებელი ,რაღაც საოცარი ინგლისურით, მაგრამ ეს ნაკლებ მნიშვნელოვანია, იდეაში ამუშავებდნენ ტექსტს წიგნიდან , სლაიდ შოუ მასაწავლებლის გაკეთებული იყო ვიდეო მასწავლებლის მოძიებული და გაკვეთილზე 99%ილაპარაკა მასწავლებელმა... მე მესმის და ვიცი, რომ მასწავლებლის სიტყვას ,მართლა ვერაფერი შეცვლის და მასწავლებელი იმიტომაც არის მასწავლებელი, რომ ბევრი რამ უნდა ასწავლოს მოსწავლეს სწორედაც თავისი სიტყვის ძალით და თავისი სიტყვის საშუალებით, მაგრამ ენის სწავლებისთვის, რა თქმა უნდა, აუცილებელია, რომ მოსწავლეებმა ამ ენაზე ისაუბრონ... ამიტომ გადავწყვიტე ანალოგიურ თემაზე გაკვეთილი მეც გამეკეთებინა (  კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მაგალითი ჩემი უსისტემობისა , არანაირი თემატური გეგმა და სახელმძღვანელოს სისტემა და მოთხოვნები... ამ თემას მოგვიანებით დავუბრუნდები)
 ანუ დღეს ჩემს მოსწავლეებს  მივეცი ასეთი დავალება (შესავალი შეკითხვების შემდეგ)მოვიძიოთ ინფორმაცია, ინტერნეტში და სახელმძღვანელოებში ისტორიისა და ქართულის, თბილისის შესახებ- მისი ისტორია, გეოგრაფია, კულტურული ძეგლები , გამოჩენილი თბილისელები და ერთ ერთ კლასში თავად შემომთავაზეს- თბილისელი სომხები, ანუ ხვალ მე უნდა მომიტანონ მოძიებული და გადმოწერილი ინფორმაცია ამ თემებიდან ერთ ერთზე ,ხაზგასმული უცხო სიტყვებითა და გაუგებარი ადგილებით და ხვალ ტექსტების წაკითხვის შემდეგ ვიმუშავებთ უცხო სიტყვებზე და გაუგებარ ადგილებზე , ზეგ კი უნდა გამიკეთონ სლაიდ შოუ და თავად გააკეთონ პრეზენტაციები! (ტრენინგების გამო ხუთშაბათი და პარასკევი ისევ მიცდება) ამიტომ ორშაბათისთვის მივეცი ერთობლივი დავალება გააკეთონ თბილისის გეგმა თავისი ქართული აღნიშვნებით) ვნახოთ , როგორ გაართმევენ თავს.
  რაც შეეხება უსისტემობას, ვფიქრობ აი ამ თემით და გაკვეთუილების ამ სერიით არავის არაფერი უშავდება, პირიქით ბავშვები ეცნობიან თბილისს, ისევ და ისევ მუსაობენ დამოუკიდებლად! ქართულ საინფორმაციო ტექსტებზე, თავად მოძებნიან უცხო სიტყვების განმარტებებს, თავად ხშეეცდებიან გაარკვიონ რა არის გაუგებარი, ანუ დანარჩენი ტექსტი უნდა გაიგონ და შემდეგ ეტაპზე თავად უნდა შექმნან სლაიდ შოუები (დამოუკიდებლად და ქართულად !) და თავად წარმოადგინონ პრეზენტაციები! რად უნდა ახლა ამ ტემაზე ჩასატარებელ გაკვეთილებს კიდევ ერტხელ დაგეგმვა , მართლა არ მესმის, გულწრფელად ვამბობ, ჩემთვის ახლა ეს გაკვეთილი დაგეგმილი და გარკვეულია. ახლა წუთებში და წამებში თუ არ გავწერე და მიზნები თუ არ ჩამოვწერე ოფიციალურად ისე რა უშედეგოდ ჩაითვლება ეს გაკვეთილები?

სიხარულიიიიიი!

 დღეს მერვე კლასში სუნთქვა შემეკრა ჩემი მოსწავლეების მიერ გაკეთებულ დავალებებს რომ ვუსმენდი! ასე მეგონა გული გამიჩერდებოდა სიხარულისგან!
ისეთი რთულ დავალებას ისე გაართვეს თავი რომ მოულოდნელობისგან და სიხარულისგან მადლობებად და ქებად დავიღვარე! და ყველაზე საინტერესო რა არის იცით? ჩემი მერვე კლასელები არ ელოდებიან ჩემგან ნიშნებს, არ კითხულობენ რა მიიღეს რას ვუწერ , იმიტომ რომ იციან რომ მე მახარებენ.. და ეს სიხარული მათაც ახარებთ.
საკმაოდ რთულ ვიდეოზე ვმუშაობდით გასულ კვირას და დავალებად ჰქონდათ მიცემული უკვე ამოწერილი და დამუშავებული სიტყვებისაგან და ფრაზებისაგან გაემთლიანებიათ ტექსი.დღეს ისეთი ტექსტები მომიტანეს  გადავირიე. პირველმა როცა დაიწყო კითხვა, ვიგრძენი, რომ ვიდეოს ტექსტს აბსოლუტურად ზუსტად მიყვება, მართალია შეცდომებით, მაგრამ მიყვება... უცებ გავაჩერე და ვეკითხები-თქვენ რა, ეს ტექსტი ინტერნეტში მოძებნეეეეეთ? დიახო , მიპასუხეს. ანუ მოძებნეს აბსოლუტურად ნეიტრალური ვიდეო იუტუბზე და ამ ვიდეოზე ძირფესვიანად იმუშავეს, მეორე მოსწავლის ტექსტი არ იყო ზუსტი გამეორება( ეს არც მინდოდა და არც ასეთი დავალება ჰქონდათ) სამაგიეროდ ტექსტში უკვე გამოჩნდა საკუთარი წინადადებები, მესამეს საოცრად სწორად ჰქონდა აგებული წინადადებები, მეოთხეს კი თითქმის უნაკლო ნამუშევარი ჰქონდა! მთლიანი ტექსტის რეკონსტრუქციის მცდელობა მხოლოდ ერთ მოსწავლეს ჰქონდა დანარჩენებს საკუთარი წინადადებებით ჰქონდათ გადმოცემული ტექსტის შინაარსი! ძალიან გამახარეს ! ზუსტად იციან რაზეა ტექსტი და სწორადაც გამცეს კითხვებზე პასუხები!