понедельник, 4 января 2016 г.
среда, 16 декабря 2015 г.
| # | კითხვა | არ შემესაბამება (პასუხი განმარტეთ) | არ ვიყენებ ამ პრაქტიკას ან მისი გამოყენება დადებით ზეგავლენას არ ახდენს მოსწავლეების სწავლის პროცესზე | ვიყენებ ამ პრაქტიკას, მაგრამ მხოლოდ იშვიათად ვხედავ დადებით შედეგებს მოსწავლეების სწავლის პროცესზე | კარგად გამომდის ამ პრაქტიკის გამოყენება და ვამჩნევ მის მუდმივ დადებით ზეგავლენას მოსწავლეების სწავლის პროცესზე | ამ პრაქტიკის გამოყენება ჩემი ძლიერი მხარეა, მას ვარგებ მოსწავლეების საჭიროებებს, მოსწავლეთა მიღწევებში ვხედავ მუდმივ და პოზიტიურ შედეგებს |
| I. სასწავლო პროცესის მართვა | ||||||
| A1a | ურთიერთპატივისცემისა და ურთიერთგაგების ხელშემწყობი გარემო (მასწავლებლისა და მოსწავლეების ურთიერთობა): 9 პუნქტი | |||||
| მოსწავლეებთან კეთილგანწყობილი ურთიერთობა და პატივისცემაზე დაფუძნებული კომუნიკაცია | ||||||
| A1a.1 | ვინტერესდები და ვცდილობ გავითვალისწინო მოსწავლის სასწავლო, ემოციური და სოციალური პრობლემები | × | ||||
| A1a.2 | ვთანამშრომლობ მშობლებთან, კოლეგებთან და სპეციალისტებთან, რათა უკეთ გავიგო მოსწავლის, მათ შორის სსსმ, საჭიროებები | × | ||||
| A1a.3 | ვცდილობ შევქმნა ისეთი საკლასო გარემო, რომ მოსწავლეებს ჰქონდეთ საშუალება, უკეთ გაიცნონ ერთმანეთი, დაეხმარონ და იზრუნონ ერთმანეთზე | × | ||||
| A1a.4 | ყურადღებას ვამახვილებ მოსწავლის ძლიერ მხარეებზე, ამავდროულად, ვაძლევ რჩევებს საჭირო უნარების გასავითარებლად | × | ||||
| A1a.5 | კომუნიკაციის დროს ყურადღებით ვუსმენ მოსწავლეს, ვიყენებ აქტიური მოსმენის სტრატეგიებს (ვსვამ დამაზუსტებელ კითხვებს, ვაჯამებ მოსწავლის ნათქვამს და ა.შ.) | × | ||||
| A1a.6 | მოსმენის დროს ასევე ვაკვირდები მოსწავლის არავერბალურ მანიშნებლებს, რათა უკეთ გავაანალიზო მისი ნათქვამი | × | ||||
| A1a.7 | მოსწავლეებთან საუბრისას ყურადღებას ვაქცევ ჩემს ლექსიკას და სხეულის ენას (ხმის ტონს, სახის გამომეტყველებას, თვალის კონტაქტს, ჟესტიკულაციას, მიმიკას) | × | ||||
| A1a.8 | ყველა მოსწავლეს ვუდგები ინდივიდუალურად, სტერეოტიპებისა და წინასწარ ჩამოყალიბებული განწყობის გარეშე, ჩემთვის მნიშვნელოვანია თითოეული მოსწავლის პიროვნული ღირებულება და უნიკალურობა | × | ||||
| A1a.9 | ხელს ვუწყობ მოსწავლეებს, გაბედულად დასვან კითხვები, გამოთქვან მოსაზრებები და გამოხატონ თავიანთი დამოკიდებულებები | × | ||||
| რეფლექსია | ||||||
| A1a_t_1 თვითრეფლექსია-1 | მოიყვანეთ მაგალითები / მტკიცებულებები თქვენი პრაქტიკიდან, რას აკეთებთ ამის მისაღწევად | დიდ ყურადრებას ვაქცევ მოსწავლეებთან კომუნიკაციის დროს ,როგორც ჩემს ლექსიკას, მეტყველების ვერბალურ და არავერბალურ ნიშნებს, ასევე მოსწავლეებისას, რადგან ჩვენი კომუნიკაცია არ ხდება არც მათ მშობლიურ და არც ჩემს მშობლიურ ენაზე, ამიტომ არავერბალურ მანიშნებლებს შეუძლია გაცილებით გასაგები გახადოს ნათქვამის აზრი. და კიდევ, ვთვლი, რომ მხოლოდ ინდივიდუალური მიდგომით შეიძლება იქნეს მიღწეული შედეგი იმ გარემოში სადაც მე ვმუშაობ, მით უმეტეს , როცა კომუნიკაციის სერიოზული ნაწილი ხდება არავერბალურ დონეზე,ვთვლი რომ ის შედეგები რაც მაქვს ამ 5 წლის განმავლობაში სწორედ ინდივიდუალური მიდგომის და სტერეოტიპების უგულვებელყოფის შედეგია. მაგალითად პირველ წლებში მყავდა ერთი აშკარად აუტისტური ნიშნების მატარებელი მოსწავლე, რომელიც არ იყო ოფიციალურად აღიარებული სსსმ მოსწავლედ, და რომელსაც არავინ არ აქცევდა გაკვეთილზე ყურადრებას, როცა მან ჩემგან იგრძნო ყურადღება, როცა მე მას მივეცი მისთვის დაძლევადი დავალება, რომლის შესრულების შემდეგ მიიღო ჩემგან სიტყვიერი შეფასებაც და ნიშანიც ჟურნალში, ეს, არა მხოლოდ ამ ბავშვისთვის, არამედ ოჯახისთვისაც, დიდი სტიმული იყო სწავლის პროცესში ჩასართავად და არა მხოლოდ. ჩემი ქმედებების შესახებ გაკვეთილზე ამ მოსწავლის მიმართ უკვე იცოდა მთელმა სოფელმა და ყველა ცდილობდა მადლიერება გამოეხატა ჩემს მიმართ. ვთვლი, რომ ჩემი მხრიდან მოსწავლეებისატვის თავისუფლების მიცემა სწავლის პროცესში -კითხვების დასმა აზრის გამოთქმა ნამდვილად არის ჩემი პრაქტიკის ძლიერი მხარე, ვცდილობ დამისაბუთონ საკუთარი აზრი, ერთმანეთს გასცენ პასუხები კითხვებზე...ეს აქტივობები ხდება არა მხოლოდ სპეციალურად დაგეგმის დისპუტ გაკვეთილებზე, არამედ ხშირად ჩვეულებრივ გაკვეთილებზეც, სადაც, ნამდვილად არ არის დაგეგმილი დისკუსიის უნარ-ჩვევების განვითარება ან არგუმენტირებული მსჯელობის უნარის ჩამოყალიბება. | ||||
| A1a_t_2 თვითრეფლექსია-2 | ჩამოაყალიბეთ, როგორ შეიძლება თქვენი პრაქტიკის გაუმჯობესება ამ მიმართულებით | იმ გარემოში , სადაც
მე ვმუშაობ, თითქმის ყველაფერი, რაც შეეხება ჩემი მხრიდან ჩემი მოსწავლეების
სოციალური და ემოციური პრობლემების გაგებას, მიიღება ან ძალიან ფამილარულად , ან
პირიქით, ძალიან აგრესიულად.ამიტომ ჩემს მცდელობებს ამ მიმართულებით არ მოუტანია
არანაირი შედეგი და ,ნამდვილად, არ ვიცი და ცუდად წარმომიდგენია, როგორ შეიძლება
ამ მიმართულებით ჩემი პრაქტიკის გაუმჯობესება. კოლეგებთან და, მით უმეტეს მშობლებთან თანამშრომლობა არაფრის მომტანია, რამეთუ მშობლებთან არ ხდება სრულყოფილი კომუნიკაცია ენის არცოდნის გამო, ხოლო რაც შეეხება კოლეგებს თავადაც ნაკლებად ფლობენ ინფორმაციას ამა თუ იმ მოსწავლის საჭიროებების შესახებ |
||||
| A1s_1 | მოსწავლეები გადმოსცემენ საკუთარ შეხედულებებს, რასაც აუცილებლად ახლავს დასაბუთებული მსჯელობა | |||||
вторник, 6 октября 2015 г.
4 კითხვა, რომელიც უნდა დაუსვა თავს, სანამ რამეს დაწერ
1. მკითხველები: ვინაა შენი აუდიტორია?
სანამ რამის წერას დაიწყებ, წარმოიდგინე შენი მკითხველები. როცა ამბობ „თქვენ“, ვის გულისხმობ? განსხვავებულ აუდიტორიებს განსხვავებული მიდგომა და კონტენტი სჭირდება. თუ არ იცი ვისთვის წერ, არაფერი გამოგივა.

2. მიზანი: რის გაკეთებას ცდილობ?
მაშინაც კი, როცა ზუსტად იცი, ვისთვის წერ, უნდა იცოდე შენი მიზანიც. მიზანი ის ცვლილებაა, რომელსაც მკითხველში გამოიწვევ. შენი ნაწერის ყოველი ელემენტი სწორედ ამ ცვლილებისკენ უნდა იყოს მიმართული. დაივიწყე ყველაფერი, რაც ამ მიზანს არ ემსახურება, რადგან თუ მიზნის შესახებ ნათელი წარმოდგენა არ გაქვს, ვერც შინაარსს განსაზღვრავ.

3. ქმედება: რა გინდა, რომ შენმა მკითხველმა გააკეთოს?
როცა შენს ნაწერს წაიკითხავს, როგორ წარმოგიდგენია, რა უნდა გააკეთოს მკითხველმა? მიზანი და ქმედება ერთმანეთთანაა დაკავშირებული, მაგრამ იდენტური არ არის. მიზანი აღწერს ცვლილებას, რომელსაც მკითხველი განიცდის, ქმედება კი უშუალოდ იმ ნაბიჯს ეხება, რომელსაც ის კითხვის დასრულების შემდეგ გადადგამს. როცა ამის შესახებ წარმოდგენა არ გაქვს, ვერც იმას მიხვდები, წარმატებას მიაღწიე თუ ვერა.

4. შთაბეჭდილება: რას იფიქრებენ ისინი შენზე?
შთაბეჭდილება დიდხანს განაგრძობს არსებობას, ის ერთგვარი მეტა-მესიჯია და გადმოსცემს იმას, თუ რას ამბობს შენი ნაწერი შენზე. ასევე განსაზღვრავს შენს სამომავლო ურთიერთობას მკითხველთან. თუ არ იცი რა სახის შთაბეჭდილება გინდა მოახდინო მკითხველზე, როგორ აირჩევ სტილს, რომლის მორგებაც გინდა?

среда, 16 сентября 2015 г.
დღე პირველი
დღეს იწყება ჩემი სასწავლო წელი. დავაგვიანე იმიტომ , რომ ჩემს ერთ-ერთ ყოფილ მოსწავლეს, რომელმაც წელს ჩააბარა სამედიცინო ინსტიტუტში, მივყევი დარეგისტრირებაში დასახმარებლად :) წელს ძალიან კარგი მოსავალი მაქვს ! არნახული! სამი მოსწავლე მოეწყო ქარულ უნივერსიტეტებში, - ორი სამედიცინოში , ერთი ჯავახიშვილში! წარმატებები მათ! ეს ამ სოფლისა და სკოლის ისტორიაში პირველი შემთხვევაა!
ველოდები, რომ წელსაც გამეორდება იგივე!
დღეს დაგეგმილი მაქვს ბავშვებს გავაცნო ჩემი ახალი მოთხოვნები, ზოგადად სიახლეები რაც შეფასების სისტემაში გამოიხატება. ვაცვენებ ცხრილს სადაც შევა მათი მონაცემები და ყველა დამოუკიდებელი სამუშაოს და ტესტირების შედეგი სემესტრის განმავლობაში, და რომლებიც დაანგარიშდება ავტომატურად:
დამოუკიდებელი სამუშაოები გადანაწილდება ოთხივე მიმართულებით:
კითხვა -3
წერა-4
მოსმენა-4
ლაპარაკი -4
ერთი -პრეტესტი
ორი შუალედური ტესტირება
და ერთი შემაჯამებელი-სემესტრული.
ამ დამოუკიდებლების ცხრილს გავაკეთებ და გამოვაკრავ კლასებში.
აუცილებლად მოვთხოვ ორ რვეულს-სამუშაო და ლექსიკონი
გავაცნობ რომ დავალებების დიდი ნაწილი უნდა გაკეთდეს პოვერ პოინტში და უნდას მოაწყონ პრეზენტაციები
როგორც შარშან წელსაც მივცემ სახელმძღვანელოდან თემების ამორჩევის საშუალებას, რის მიხედვითაც დავგეგმავ სახელმძღვანელოზე მუშაობას.
გავაკეთებთ მოლოდინების ცხრილს-რას ელოდებიან წელს ქართულის გაკვეთილებისგან.
ხო, თუ დირექტორი ამას ვერ მიყიდის ვეტყვი ბავშვებს თავად შეიძინონ თხელი საქაღალდეები, ფაილები და თითო ბაინდერი კლასმა. რადგან ასე უფრო მოწესრიგებული მექნება კლასების ნამიშევრები და იოლი იქნება განვითარების დანახვა.
ისე , რა სასიამოვნოა, როცა სოფელს და შენს მოსწავლეებს ასე უხარიათ შენი დანახვა:)
წარმატებები მე!

суббота, 12 сентября 2015 г.
четверг, 10 сентября 2015 г.
Подписаться на:
Сообщения (Atom)