среда, 16 сентября 2015 г.

დღე პირველი

დღეს იწყება ჩემი სასწავლო წელი. დავაგვიანე იმიტომ , რომ ჩემს ერთ-ერთ ყოფილ მოსწავლეს, რომელმაც წელს ჩააბარა სამედიცინო ინსტიტუტში, მივყევი დარეგისტრირებაში დასახმარებლად :)  წელს ძალიან კარგი მოსავალი მაქვს ! არნახული! სამი მოსწავლე მოეწყო ქარულ უნივერსიტეტებში, - ორი სამედიცინოში , ერთი ჯავახიშვილში! წარმატებები მათ! ეს ამ სოფლისა და სკოლის ისტორიაში პირველი შემთხვევაა!
 ველოდები, რომ წელსაც გამეორდება იგივე!


 დღეს დაგეგმილი მაქვს ბავშვებს გავაცნო ჩემი ახალი მოთხოვნები, ზოგადად სიახლეები რაც შეფასების სისტემაში გამოიხატება. ვაცვენებ ცხრილს სადაც შევა მათი მონაცემები და ყველა დამოუკიდებელი სამუშაოს  და ტესტირების შედეგი სემესტრის განმავლობაში, და რომლებიც დაანგარიშდება ავტომატურად:
დამოუკიდებელი სამუშაოები გადანაწილდება ოთხივე მიმართულებით:
კითხვა -3
წერა-4
მოსმენა-4
ლაპარაკი -4
ერთი -პრეტესტი
ორი შუალედური ტესტირება
და ერთი შემაჯამებელი-სემესტრული.
ამ დამოუკიდებლების ცხრილს გავაკეთებ და გამოვაკრავ კლასებში.
აუცილებლად მოვთხოვ ორ რვეულს-სამუშაო და ლექსიკონი
გავაცნობ რომ დავალებების დიდი ნაწილი უნდა გაკეთდეს პოვერ პოინტში და უნდას მოაწყონ პრეზენტაციები
როგორც შარშან წელსაც მივცემ სახელმძღვანელოდან თემების ამორჩევის საშუალებას, რის მიხედვითაც დავგეგმავ სახელმძღვანელოზე მუშაობას.
გავაკეთებთ მოლოდინების ცხრილს-რას ელოდებიან წელს ქართულის გაკვეთილებისგან.
ხო, თუ დირექტორი ამას ვერ მიყიდის ვეტყვი ბავშვებს თავად შეიძინონ თხელი საქაღალდეები, ფაილები და თითო ბაინდერი კლასმა. რადგან ასე უფრო მოწესრიგებული მექნება კლასების ნამიშევრები და იოლი იქნება განვითარების დანახვა.
   ისე , რა სასიამოვნოა, როცა სოფელს და შენს მოსწავლეებს ასე უხარიათ შენი დანახვა:)
 წარმატებები მე!





Комментариев нет:

Отправить комментарий