# | კითხვა | არ შემესაბამება (პასუხი განმარტეთ) | არ ვიყენებ ამ პრაქტიკას ან მისი გამოყენება დადებით ზეგავლენას არ ახდენს მოსწავლეების სწავლის პროცესზე | ვიყენებ ამ პრაქტიკას, მაგრამ მხოლოდ იშვიათად ვხედავ დადებით შედეგებს მოსწავლეების სწავლის პროცესზე | კარგად გამომდის ამ პრაქტიკის გამოყენება და ვამჩნევ მის მუდმივ დადებით ზეგავლენას მოსწავლეების სწავლის პროცესზე | ამ პრაქტიკის გამოყენება ჩემი ძლიერი მხარეა, მას ვარგებ მოსწავლეების საჭიროებებს, მოსწავლეთა მიღწევებში ვხედავ მუდმივ და პოზიტიურ შედეგებს |
I. სასწავლო პროცესის მართვა | ||||||
A1a | ურთიერთპატივისცემისა და ურთიერთგაგების ხელშემწყობი გარემო (მასწავლებლისა და მოსწავლეების ურთიერთობა): 9 პუნქტი | |||||
მოსწავლეებთან კეთილგანწყობილი ურთიერთობა და პატივისცემაზე დაფუძნებული კომუნიკაცია | ||||||
A1a.1 | ვინტერესდები და ვცდილობ გავითვალისწინო მოსწავლის სასწავლო, ემოციური და სოციალური პრობლემები | × | ||||
A1a.2 | ვთანამშრომლობ მშობლებთან, კოლეგებთან და სპეციალისტებთან, რათა უკეთ გავიგო მოსწავლის, მათ შორის სსსმ, საჭიროებები | × | ||||
A1a.3 | ვცდილობ შევქმნა ისეთი საკლასო გარემო, რომ მოსწავლეებს ჰქონდეთ საშუალება, უკეთ გაიცნონ ერთმანეთი, დაეხმარონ და იზრუნონ ერთმანეთზე | × | ||||
A1a.4 | ყურადღებას ვამახვილებ მოსწავლის ძლიერ მხარეებზე, ამავდროულად, ვაძლევ რჩევებს საჭირო უნარების გასავითარებლად | × | ||||
A1a.5 | კომუნიკაციის დროს ყურადღებით ვუსმენ მოსწავლეს, ვიყენებ აქტიური მოსმენის სტრატეგიებს (ვსვამ დამაზუსტებელ კითხვებს, ვაჯამებ მოსწავლის ნათქვამს და ა.შ.) | × | ||||
A1a.6 | მოსმენის დროს ასევე ვაკვირდები მოსწავლის არავერბალურ მანიშნებლებს, რათა უკეთ გავაანალიზო მისი ნათქვამი | × | ||||
A1a.7 | მოსწავლეებთან საუბრისას ყურადღებას ვაქცევ ჩემს ლექსიკას და სხეულის ენას (ხმის ტონს, სახის გამომეტყველებას, თვალის კონტაქტს, ჟესტიკულაციას, მიმიკას) | × | ||||
A1a.8 | ყველა მოსწავლეს ვუდგები ინდივიდუალურად, სტერეოტიპებისა და წინასწარ ჩამოყალიბებული განწყობის გარეშე, ჩემთვის მნიშვნელოვანია თითოეული მოსწავლის პიროვნული ღირებულება და უნიკალურობა | × | ||||
A1a.9 | ხელს ვუწყობ მოსწავლეებს, გაბედულად დასვან კითხვები, გამოთქვან მოსაზრებები და გამოხატონ თავიანთი დამოკიდებულებები | × | ||||
რეფლექსია | ||||||
A1a_t_1 თვითრეფლექსია-1 | მოიყვანეთ მაგალითები / მტკიცებულებები თქვენი პრაქტიკიდან, რას აკეთებთ ამის მისაღწევად | დიდ ყურადრებას ვაქცევ მოსწავლეებთან კომუნიკაციის დროს ,როგორც ჩემს ლექსიკას, მეტყველების ვერბალურ და არავერბალურ ნიშნებს, ასევე მოსწავლეებისას, რადგან ჩვენი კომუნიკაცია არ ხდება არც მათ მშობლიურ და არც ჩემს მშობლიურ ენაზე, ამიტომ არავერბალურ მანიშნებლებს შეუძლია გაცილებით გასაგები გახადოს ნათქვამის აზრი. და კიდევ, ვთვლი, რომ მხოლოდ ინდივიდუალური მიდგომით შეიძლება იქნეს მიღწეული შედეგი იმ გარემოში სადაც მე ვმუშაობ, მით უმეტეს , როცა კომუნიკაციის სერიოზული ნაწილი ხდება არავერბალურ დონეზე,ვთვლი რომ ის შედეგები რაც მაქვს ამ 5 წლის განმავლობაში სწორედ ინდივიდუალური მიდგომის და სტერეოტიპების უგულვებელყოფის შედეგია. მაგალითად პირველ წლებში მყავდა ერთი აშკარად აუტისტური ნიშნების მატარებელი მოსწავლე, რომელიც არ იყო ოფიციალურად აღიარებული სსსმ მოსწავლედ, და რომელსაც არავინ არ აქცევდა გაკვეთილზე ყურადრებას, როცა მან ჩემგან იგრძნო ყურადღება, როცა მე მას მივეცი მისთვის დაძლევადი დავალება, რომლის შესრულების შემდეგ მიიღო ჩემგან სიტყვიერი შეფასებაც და ნიშანიც ჟურნალში, ეს, არა მხოლოდ ამ ბავშვისთვის, არამედ ოჯახისთვისაც, დიდი სტიმული იყო სწავლის პროცესში ჩასართავად და არა მხოლოდ. ჩემი ქმედებების შესახებ გაკვეთილზე ამ მოსწავლის მიმართ უკვე იცოდა მთელმა სოფელმა და ყველა ცდილობდა მადლიერება გამოეხატა ჩემს მიმართ. ვთვლი, რომ ჩემი მხრიდან მოსწავლეებისატვის თავისუფლების მიცემა სწავლის პროცესში -კითხვების დასმა აზრის გამოთქმა ნამდვილად არის ჩემი პრაქტიკის ძლიერი მხარე, ვცდილობ დამისაბუთონ საკუთარი აზრი, ერთმანეთს გასცენ პასუხები კითხვებზე...ეს აქტივობები ხდება არა მხოლოდ სპეციალურად დაგეგმის დისპუტ გაკვეთილებზე, არამედ ხშირად ჩვეულებრივ გაკვეთილებზეც, სადაც, ნამდვილად არ არის დაგეგმილი დისკუსიის უნარ-ჩვევების განვითარება ან არგუმენტირებული მსჯელობის უნარის ჩამოყალიბება. | ||||
A1a_t_2 თვითრეფლექსია-2 | ჩამოაყალიბეთ, როგორ შეიძლება თქვენი პრაქტიკის გაუმჯობესება ამ მიმართულებით | იმ გარემოში , სადაც
მე ვმუშაობ, თითქმის ყველაფერი, რაც შეეხება ჩემი მხრიდან ჩემი მოსწავლეების
სოციალური და ემოციური პრობლემების გაგებას, მიიღება ან ძალიან ფამილარულად , ან
პირიქით, ძალიან აგრესიულად.ამიტომ ჩემს მცდელობებს ამ მიმართულებით არ მოუტანია
არანაირი შედეგი და ,ნამდვილად, არ ვიცი და ცუდად წარმომიდგენია, როგორ შეიძლება
ამ მიმართულებით ჩემი პრაქტიკის გაუმჯობესება. კოლეგებთან და, მით უმეტეს მშობლებთან თანამშრომლობა არაფრის მომტანია, რამეთუ მშობლებთან არ ხდება სრულყოფილი კომუნიკაცია ენის არცოდნის გამო, ხოლო რაც შეეხება კოლეგებს თავადაც ნაკლებად ფლობენ ინფორმაციას ამა თუ იმ მოსწავლის საჭიროებების შესახებ |
||||
A1s_1 | მოსწავლეები გადმოსცემენ საკუთარ შეხედულებებს, რასაც აუცილებლად ახლავს დასაბუთებული მსჯელობა |
среда, 16 декабря 2015 г.
Подписаться на:
Комментарии к сообщению (Atom)
Комментариев нет:
Отправить комментарий