დ) ქართულის, როგორც მეორე ენის სწავლების ორგანიზება
ქართულის,
როგორც მეორე ენის განაწილება
საფეხურების მიხედვით. ეროვნული
სასწავლო გეგმის მიხედვით, ქართული ენის სწავლება იწყება
პირველი კლასიდან და გრძელდება მეთორმეტე კლასის ჩათვლით.
ქართულის,
როგორც მეორე ენის საგნობრივი პროგრამა სამი
კომპონენტისაგან შედგება: შესავალი, სტანდარტი და პროგრამის შინაარსი.
ქართულის, როგორც
მეორე ენის სტანდარტი. სტანდარტი განსაზღვრავს ქართულის, როგორც მეორე ენის სწავლების მოსალოდნელ შედეგებს სწავლების თითოეული საფეხურისათვის. ქართულის, როგორც მეორე ენის დონის სტანდარტი
დაყოფილია არა კლასების, არამედ დონეების მიხედვით. დონეების მიხედვით დაყოფა ქართულის,
როგორც მეორე ენის სასწავლო გეგმას
უფრო მოქნილს ხდის და მასწავლებელს საშუალებას აძლევს, კონკრეტული
კლასის მოთხოვნების მიხედვით შეარჩიოს სტანდარტის ამა თუ იმ დონის
შესაბამისი სახელმძღვანელო და სასწავლო
მასალა.
პროგრამის
შინაარსი. საგნობრივი პროგრამის მესამე ნაწილი გახლავთ პროგრამის შინაარსი, რომელიც
წარმოადგენს იმ ენობრივი მასალისა და სოციოკულტურული თემატიკის სარეკომენდაციო
ჩამონათვალს, რომლითაც შეიძლება სტანდარტით განსაზღვრული უნარ-ჩვევების
განვითარება.
დაწყებითი საფეხურის I-IV დონეების პროგრამის
შინაარსში მოცემულია სამეტყველო ფუნქციები შესაბამისი ენობრივი კონსტრუქციებითა და
ენობრივი ფორმულებით, ასევე გრამატიკული მასალა და სარეკომენდაციო ლექსიკა. ეს
ჩამონათვალი, ბუნებრივია, ვერ იქნება ამომწურავი და ვერც სავალდებულო. ის მხოლოდ
საორიენტაციო ხასიათს ატარებს. შესაბამისად, შესაძლებელია მისი შეცვლა, შევსება ან
შემცირება.
V დონიდან მოყოლებული, პროგრამის შინაარსში მოცემულია მხოლოდ
პრიორიტეტული სამეტყველო ფუნქციები შესაბამისი სარეკომენდაციო ენობრივი
კონსტრუქციებით, ფორმულებითა და ძირითადი გრამატიკული საკითხებით. სარეკომენდაციო
ლექსიკა ცალკე აღარ არის გატანილი.
Комментариев нет:
Отправить комментарий