ხვალინდელ გაკვეთილებზე მინდა ვიფიქრო. ჯერ ჩემთვის დავგეგმო, შემდეგ კი ისე დავგეგმო როგორც საჭიროა, ანუ ძალიან ოფიციალური გეგმა გავაკეთო,თუმცა ნამდვილად არ ვიცი მეყოფა ტუ არა ამ ყოველისთვის ნებისყოფა...
ყველაზე იოლი და რთულიც მეთორმეტე კლასია , საერთოდ თუ იქნებიან გაკვეთილებზე.. ტესტებზე ვმეცადინეობთ...სიტყვების ახსნა, გრამატიკული კონსტრუქციების კიდევ ერთხელ და არა ერთხელ პარალელურ რაჟიმში ახსნა და განმარტება! წელს საერთოდ არ მაქვს ჩემი მეთორმეტეკლასელების იმედი! რა იქნება არ ვიცი, როგორ ჩააბარებენ გამოცდას ნამდვილად არაპროგნოზირებადია! უფრო სწორად, ყველაფერი ზუსტადაც რო პროგნოზირებადია! ნახევარზე მეტი ვერ ჩააბარებს! კატასტროფაა!
მეთერთმეტე კლასში მაქვს ა1 დონის ტექსტი შეტანილი, ანუ გარკვეულ წილად დიაგნოსტირებას ვუკეთებ იმას რა დონეზე იციან ენა .
მაინც არ დავწერე ქექმები! ერთი რამ ვიცი დანამდვილებით დღეს მექნება მოსმენის გაკვეთილები ყველა კლასში! შეიძლება მეთორმეტეში იმ ტესტის მოსმენის ნაწილი გავუშვა(რომელი ტესტის ,ამას მოგვიანებით დავწერ ახლა მეჩქარება, სკოლაში მაგვიანდება ;) )

Комментариев нет:
Отправить комментарий